საკრებულოს სხდომა კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა

დამატებულია: 2015-03-02
picture1

საკრებულოს სხდომა კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა ქ. ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ქონება პირდაპირი განკარგვის წესით (აგრალურ ბაზარში 42 კვ. მეტრი 35-წლიანი იჯარით და ტაქსების სადგომი აპოლონ წულაძის ქუჩაზე 10-წლიანი იჯარით) განმეორებით წარმოადგინა. სხდომამდე გაცილებით ადრე ბეგლარ სიორიძე აცხადებდა, რომ ქალაქის მერიამ ეს საკითხი, ალბათ, კარგად ვერ მოამზადა, თორემ უმრავლესობა, მხარს დაუჭერდა. ქალაქის მერმა თავად წარმოადგინა საკითხი და განმარტა, რატომ ჯობდა აუქციონით ფართის გაყიდვას იჯარით გაცემა.გპირდებით, რომ აგრალური ბაზარი წლის ბოლოს მინიმუმ 30 ათასი ლარის მოგებას მოუტანს ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.თუმცა საკითხის განხილვა დაპირისპირების ფონზე წარიმართა.მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ მერს შეახსენა ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძის მიერ ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ წარმოთქმული `გამოშტერებულები~ და ჰკითხა, თუ რატომ ასხვისებდა პირდაპირი წესით ქონებას, როცა ქალაქის ამ ტერიტორიაზე ერთი კვ. მეტრი მიწის ფართობი 300 დოლარი ღირს. ქალაქის მერის პასუხი იყო, რომ 300 დოლარი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ოზურგეთში არ ღირს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ აგრალური ბაზარი მოიტანს ისეთ მოგებას, რომელიც არ მომხდარა ოზურგეთის ისტორიაში. მე მანიჭებს კანონი ამის უფლებას და მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო კარგად, სწრაფად და ხარისხიანად გაკედება იქ ის, რაც აწუხებს ყველა ოზურგეთელს_თქვა მერმა. ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძის მხრიდან წარმოთქმულ რეპლიკებზე კვლავ წამოვიდა დარბაზიდან შენიშვნები. გამოშტერებული~ და გაბანძებული~(აგრალური ბაზარი). საკრებულოს საპროცედურო, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარიშვილის თქმით, სწორედ ამ რეპლიკების გამო არ აქვს მერს მორალური უფლება, სალუქვაძეს 35-წლიანი იჯარით გადასცეს მიწა სარგებლობაში. ბაზარი გაბანძებულზე უარესია, თქვენ არ იცით თქვენთვის რა არის გაბანძებული, რაც შეეხება დეპუტატებს უწოდაო, მე მაგაზე პასუხს არ ვაგებ, გოჩა სალუქვაძე არ არის საჯარო პირი, თუ დაწყნარდებით გიპასუხებთ, გაბანძებული~ რომ გიკვირთ და მერე მიხვდით თქვენი თავი სად უნდა იგულისხმოთ, სირცხვილია, რომ შენ ხარ საკრებულოს წევრი, აი ეს არის სიმართლე\".-უპასუხა სიორიძემ.ასევე მწვავე მსჯელობა წარიმართა აპ. წულაძის ქუჩაზე შპს `ტაქსი გამოძახებით~-სთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. სხდომაზე აპ. წულაძის ქუჩაზე მდგომი კერძო ტაქსის მფლობელებიც მივიდნენ.ტაქსისტებს ქალაქის მერმა აღნიშნული ტერიტორიის იჯარით აღება შესთავაზა.ბეგლარ სიორიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს. მას მხარი დაუჭირა ქართული ოცნების~ წევრებმა, რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა და საქართველოს გზის~დეპუტატებმა ირინა საჯაიამ და ნინო ტაბატაძემ. 9 მომხრე, 6 წინაღმდეგი –ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ლევან მგელაძემ, თამარ ნადირიძემ და ნათია შარაშენიძემ დატოვეს. მათ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართეს და თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს გასხვისების ამ ფორმის მიმართ. (ვრცელ მასალას გაზეთ ალიონის~ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ).ვტორი, გაზეთი ალიონი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.