ბახველი ფეხბურთელები მიხეილ მესხის მაისურებს ჩაიცვამენ

დამატებულია: 2015-03-22
picture1

ბახველი ფეხბურთელები მიხეილ მესხის მაისურებს ჩაიცვამენ ბახველი ფეხბურთელები მიხეილ მესხის მაისურებს ჩაიცვამენ დღეს სოფელ ბახვში საფეხბურთო ზეიმი იყო. მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.თავდაპირველად გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ბახვის გუნდსა და ბათუმის „დინამოს“ შორის. ამ მატჩში ბახველებმა იმარჯვეს _3:1. შემდეგ სტუმარ-მასპინძლებმა ბახვის კულტურის სახლში გადაინაცვლეს. აქ მოეწყო ორთავე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ბავშვთა საფეხბურთო კლუბს დახმარება აღუთქვა და საუკეთესო ფეხბურთელს ბახვის გუნდიდან (ბოლქვაძე) 100 ლარი დასცა. თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის პრეზიდენტმა, საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა კი ბახველებს ბურთები გადასცა.გიორგი ავსაჯანიშვილი:_35-ე საფეხბურთო სკოლა თბილისში 1946 წელს გაიხსნა. აქ აღიზარდნენ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ მესხი, დათუნაშვილი, მაჩაიძე, ჩივაძე, გუცაევი, ძმები არველაძეები, თარგამაძე, დაუშვილი და სხვები.ამჟამად სკოლას აქვს სასტუმრო და 7 ფეხბურთის მოედანი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბახვის საფეხბურთო სკოლა, რომელსაც გოჩა კრასოტკინი ხელმძღვანელობს, ჩვენი სკოლის ფილიალი გახდეს. ჩვენ ბახვიდან წავიყვანთ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც იცხოვრებენ ჩვენთან, ივარჯიშებენ და ისწავლიან. მათ ჩვენ გზას გავუკვალავთ დიდ ფეხბურთში.გოჩა ავსაჯანიშვილმა ბახველებს დაპირდა, რომ მომარაგებენ ფეხბურთელთა ფორმებით, ბურთებით, სხვა ინვენტარით. ისინი აპირებენ იმ ფორმის ნიმუშის აღდგენას, რომლითაც დიდი მიშა მესხი გამოდიოდა და ამ ფორმას ბახველი ფეხბურთელებიც ჩაიცვამენ.ავტორი, გაზეთი „ალიონი“.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.