ძნელი მატჩი ოზურგეთში ძნელი მატჩი ოზურგეთში დღეს ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობის მორიგი ტურის მატჩში პირველი ლიგის გუნდებს შორის, გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ წალენჯიხის „სქურს“ შეხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორთავე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას, რადგან უშუალო კონკურტები ხვდებოდნენ ერთმანეთს და და ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. თანაც არც მსაჯები (მთავარი მსაჯი გიორგი ვარდიძე) „წყალობდნენ“ მასპინძლებს და სამი ყვითელი ბარათიც უჩვენეს (დ. ბაქრაძე,ი. ღლონტი, გ. ჭედია). პირველ ტაიმში არც ერთ გუნდს გამოუჩენია თავი და გარდა მასპინძელთა ერთი საინტერესო დარტყმისა, სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. წალენჯიხელთა რიგებში გამოირჩეოდა მეკარე მჰოგი ნონოს და წინ წაწეული ნახევარმცველი ლადო მორგოშია. მეორე ტაიმის დასაწყისშივე სტუმართა გათამაშებულ კომბინაციის ზუსტი რეალიზება გაგა თიბილაშვილმა მოახდინა და ანგარიში გახსნა 0:1. „მერცხალის“ იერიშებს სტუმრები ანეიტრალებდნენ. მაგრამ 88-ე გიორგი ჭედიამ შორი მანძილიდან (დაახლოებით 25-27 მ). დაარტყა ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში და ანგარიში გაათანაბრა.27 ტურის შემდეგ „მერცხალს“ და „ალგეთს“ 28-28 ქულა აქვს. „სქურს“-22. 28 მარტს „მერცხალი“ სტუმრად „გაგრას“ შეხვდება.