ანა მეგრელაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია!!! ისეთ ბრძნულ თამაშს, როგორც ჭადრაკია, უპირველესად, მკვირცხლი აზროვნება სჭირდება. მაშასადამე, ჭადრაკი გურულების თამაშია. ქალაქ ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე, 7 წლის ანა მეგრელაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია ჭადრაკში 8 წლის ასაკამდე გოგონათა შორის I ლიგაში. ჩემპიონატში 8 წლამდე ასაკის 28 გოგონა მონაწილეობდა. გადამწყვეტი პარტია ანამ თბილისელ ანა შერაზანაშვილს მოუგო, 6,5 ქულა დააგროვა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მედალს დაეუფლა. ანას, როგორც თვითონ ამბობს, ჭადრაკის ანა-ბანა მშობლებმა შეასწავლა, მათვე მიიყვანეს 6 წლის გოგონა ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მწვრთნელ ელგუჯა ურუშაძესთან. მწვრთნელ-შეგირდის ერთწლიან მეცადინეობა კი ასეთი შთამბეჭდავი შედეგი მოჰყვა. ბატონი ელგუჯა ურუშაძის თქმით, ეს ანა მეგრელაძის შესანიშნავი დებიუტია: საჭადრაკო გზაზე ეს ანას შესანიშნავი დებიუტია. უდავოდ პერსპექტიული გოგონაა. ჩვენ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, თუ უფრო დიდი გამარჯვებების მოპოვება გვსურს~.ეს სურათი გასულ ორშაბათს გადავიღეთ, როცა თანატოლს ვიცე-ჩემპიონობა პირველებმა ოზურგეთის საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელებმა მიულოცეს. გაზეთი ალიონი~ უერთდება მეგობრების მილოცვას და მზადყოფნას გამოთქვამს ანა მეგრელაძის ახალი გამარჯვევების გასაშუქებლად.