დააღწევს თუ არა თავს ოზურგეთის „მერცხალი“ სახიფათო ზონას?

დამატებულია: 2015-04-02
picture1

დააღწევს თუ არა თავს ოზურგეთის „მერცხალი“ სახიფათო ზონას? დააღწევს თუ არა თავს ოზურგეთის „მერცხალი“ სახიფათო ზონას? ალიონი. დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ოზურგეთის „მერცხალი“ ბოლო წლებში, სეზონის ბოლოს, ქრონიკულად პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ასეა ამჟამადაც. გუნდს ერთი თვეა ახალი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი ჩაუდგა სათავეში და გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია. თუმცა, გუნდმა შინ ვერ შეძლო უშუალო მეტოქესთან, წალენჯიხის „სქურთან“ გამარჯვება და ფრეს დასჯერდა. 28 მარტს, „მერცხალი“ მუხრანში „გაგრას“ შეხვდა. ოზურგეთელი კვერენჩხილაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილ გოლს 78-ე წუთზე „გაგრელმა“ ფირცხალაიშვილმა საპასუხო გოლით უპასუხა და კვლავ ფრე 1:1. რა თქმა უნდა, გასვლით მატჩში გათამაშების ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან ქულის მოპოვება წარმატებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ამავე დღეს წალენჯიხის „სქურმა“ საკუთარ მოედანზე ხობის „კოლხეთი“დაამარცხა (2:0) და „მერცხალთან“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ამ დღეს „ბ“ ზონის კიდევ ერთმა აუტსაიდერმა „ალგეთმა“ „დინამო-2“-თან 3 ქულა მიითვალა („დინამო 2“ თამასებს აღარ ატარებს). 2 აპრილის ტურის წინ აუტსაიდრები ასე გამოიყურებოდნენ: „სიონი“-31 ქულა, „მერცხალი“-29 ქულა, „სქური“-25 ქულა.2 აპრილს ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე „მერცხალი“ ქედის „ბეთლემს“ შეხვდა. ამ ჯგუფში გამარჯვებულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ თერჯოლის „საპოვნელაა,“რომელსაც 58 ქულა აქვს. პლეი-ოფში მოსახვედრად კიდევ ორი გუნდი „ბეთლემი“ და „ბორჯომი“ იბრძვიან. წინა ტურში „ბორჯომმა“შინ „საპოვნელასთან“ 0:0 ითამაშა, „ბეთლემმა“კი შინ „მეშახტეს“ 2:1 ძლია და „ბორჯომთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ასე, რომ „მერცხალთან“ თუნდაც ქულის მოპოვებას ქედელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.თუმც „მერცხალმა“ეს მატჩი უკეთ ჩაატარა და მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა.ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა. ოზურგეთელთა დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ძელმა მოიგერია. ასხლეტილ ბურთთან პირველი გიორგი მალაზონია აღმოჩნდა და „ბეთლემის“ კარის ბადეში გაახვია ბურთი.54-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა გიგა კვერენჩხელიძის შეეძლო, მაგრამ თითქმის ცარიელ კარში ვერ გაიტანა, ხოლო ერთ შემთხვევაში ბურთი სტუმრების კარის ხარიხამ მოიგერია.„მერცხალმა“ ამ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მაღრაძე, უგრელიძე, ქურდაძე, მალაზონია, ჩიგოგიძე, ღლონტი, ჭკუასელი (მელაშვილი),ჯაყელი (ხამაშურიძე), ჭედია (ჯოჯიშვილი),კვერენჩხილაძე (ჩხატარაშვილი), ხაჭიპერაძე (ბაქრაძე).

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.