ოზურგეთის „მერცხალი“ „ბორჯომთან“დამარცხდა'ოზურგეთის „მერცხალი“ „ბორჯომთან“დამარცხდა' ოზურგეთის „მერცხალს“ შარშანდელივით მძიმე ფინიში აქვს. კვლავ კითხვის ქვეშ დგას მისი პირველ ლიგაში დარჩენის საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუნდაც ქულის მოპოვებას, გათამაშების მე-2 საფეხურზე მყოფ „ბორჯომთან,“ თუმცა ეს ასე არ მოხდა.დღევანდელ მატჩს ქუთაისელ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა ( მთავარი მსაჯიეროვნული კატეგორიის მსაჯი გიგი კიკაჩეიშვილი)„ბორჯომი“ მცირე ტექნიკური უპირატესობით სჯობნიდა პირველი ტაიმის დასაწყისში „მერცხალს.“ 23-ე წუთზე ქუთაისელმა მსაჯმა თანაქალაქელი, ამჟამად „მერცხალის“თავდამსხმელი ზაურ ხაჭიპერაძე გააძევა მოედნიდან. ეს დიდი დანაკლისი იყო გუნდისთვის და რიცხობრივმა უპირატესობამ სტუმრებს ხელ-ფეხი გაუხსნა. 43-ე წუთზე მიხეილ ჩხარტიშვილმა სტუმრები დააწინაურა-0:1.მეორე ტაიმში „მერცხალი“ იბრძოდა გოლის გატანისთვის. მათ შეეძლოთ 66-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება, ასევე საუკეთესო საგოლე მომენტი შექმნეს მე-80 წუთზე. თუმცა ამ შეტევას სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა და ბორჯომელთა ორსვლიანი კომბინაცია მიხეილ როსტიაშვილის ზუსტი თავური დარტყმით დასრულდა. 2:0 გაიმარჯვა „ბორჯომმა.“
უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთელი მაყურებლები საყვედურს გამოთქვამდნენ ხისტი მსაჯობის გამო. როგორც ჩანს, ამაზე დაიბოღმა მთავარი მსაჯი და შესვენებეზე მოედნის დატოვოვების შემდეგ, მსაჯთა ოთახისკენ მიმავალმა შეიგინა მაყურებლების მისამართით.....მას ამისთვის ხომ წითელ ბარათს არავინ აჩვენებდა.რაც შეეხება „მერცხალს,“10 აპრილს მას მეტად მძიმე მატჩი ელის თერჯოლაში, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან „საპოვნელასთან.“