„მერცხალმა“ დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა

დამატებულია: 2015-04-16
picture1

„მერცხალმა“ დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა' „მერცხალმა“ დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა' საქართველოს ჩემპიონატის (პირველი ლიგა„ბ“ჯგუფი) ფინიშზე თითოეული მატჩის შედეგი მნიშვნელოვანია. ოზურგეთის „მერცხალის“უშუალო კონკურენტები მარნეულის „ალგეთი“ და წალენჯიხის „სქური“ქულებს აგროვებენ და იბრძვიან, რომ პირველ ლიგას არ უნდა დაემშვიდობოს.„მერცხალმა“ „ბორჯომთან“ საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ ხონში წააგეს გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან, თერჯოლის „საპოვნელასთან“ (1:3).დღევანდელ შეხვედრას ტყიბულის „მეშახტესთან“დიდ ინტერესს იწვევდა. წინა მატჩებისაგან განსხვავებით ოზურგეთელები უფრო გახსნილები იყვნენ და გაბედულად უტევდნენ მეტოქის კარს. თავშივე უნდა აღვნიშნო, რომ მატჩი კორექტურად ჩატარდა, რაშიც თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისელთა მსაჯთა ბრიგადამ (მთავარი მსაჯი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი გიორგი დოგრაშვილი).შეხვედრის პირველი ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა სამჯერ ზედიზედ შექმნეს საგოლე მომენტები „მეშახტის“კართან. 27-ე წუთზე ნიკა ჭკუასელი პირისპირ გავიდა სტუმრების მეკარესთან მინდია გოგიაშვილთან, მაგრამ ვერ აიღო მეტოქის კარი.თუმცა, 30-ე წუთზე ვახტანგ ჯაყელმა ანგარიში გახსნა, 1:0. 5 წუთის შემდეგ ნიკა ჭკუასელმა ანგარიში ორამდე გაზარდა.მეორე ტაიმის დასაწყისშიც ვერ გამოიყენეს საგოლე მომენტი მასპინძლებმა, შემდეგ სტუმრებს ჰქონდათ ხელსაყრელი მომენტი ანგარიშის სხვაობის შესამცირებლად, რაც ვერ გამოიყენეს.57-ე წუთზე ტყიბულელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა, მოედანზე დაბრუნებული ბურთი ტყიბულელმა ლევან ჯიქიძემ გოლად აქცია 1:2.59-ე წუთზე „მერცხალის“ თავდამსხმელი გიგა კვერენჩხილაძე პირისპირ გავიდა „მეშახტის“მეკარესთან და მესამე გოლი გაიტანა სტუმრების კარში.ტყიბულელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, კარგ კონტრშეტევებს უკეთებდნე ორგანიზებას, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ირაკლი ცნობილაძე და საბა თავაძე. 62-ე წუთზე ამ უკანასკნელმა კვლავ შეამცირა ანგარიშის სხვაობა 2:3. თუმცა ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „მერცხალმა“ მეტად საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.