ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალის მიხედვით, ქალაქის მერად რაღა ბეგლარ სიორიძე აგვირჩევია და რაღა მოჰამედ ალი ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალის მიხედვით, ქალაქის მერად რაღა ბეგლარ სიორიძე აგვირჩევია და რაღა მოჰამედ ალი რამდენიმე დღის წინათ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავიზიარე GEWORLD.GE-ს ინფორმაცია ტაილანდში ჟურნალისტებს ტყუილისთვის დასჯიან . იცით, რა რეაქცია მოჰყვა? გაზიარებიდან რამდენიმე წუთში ფბ-ს ერთ-ერთი მეგობარმა, თავისი მოკლე კომენტარით, ერთ ქვაბში მოხარშა დღევანდელი ქართული მედიის ჟურნალისტები: აააუფ, აი კანონი ჩვენთან რომ შემეიღონ, ხომ დავრჩით ჟურნალისტების გარეშე . ერთი შეხედვით, მწუთხე კომენტარია, მაგრამ, ტაილანდელი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მაინც მოსალოცად გვაქვს საქმე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მსგავს კანონს ამ ჩვენს დემოკრატიადაკოკრილ ქვეყანაში არავინ შემოიღებს (ჯერჯერობით მაინც) და მეორეც, ნამდვილად ეშველა ზოგიერთ დემაგოგიურ მედიასაშუალებას, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება სიტყვით აღვირახსნილობასთან და პირად ანგარიშსწორებებთან ასოცირდება. გურიის მოამბე რომ ქართულ ოცნებას , განსაკუთრებით კი ქალაქ ოზურგეთის მერიასა და პირადად მერს, ვარდებს არ უფენს, ეს სადავო თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ 4 მაისის ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალით , წერილის ავტორი დაუკრეფავში ნამეტნავად, თანაც ქილიკურად გაჯეჯილდა (როგორც გურიის მოამბეს უთხრეს _ მერს ცოტა წამოარტყეს ) ცილი რომ არ დაგვწამონ, ციტატები კონტექსტიდან ამოგლეჯილიაო, აქვე სრულყოფილად გთავაზობთ ხსენებულ წერილს: სასწრაფოდ ექსკლუზივი-სკანდალი: ქალაქ ოზურგეთის მერმა თანამშრომლები სასტიკად სცემა-შემდეგ კი დაითხოვა ავტორი: გურიის მოამბე სასწრაფოდ ექსკლუზივი-სკანდალი: ქალაქ ოზურგეთის მერმა თანამშრომლები ჯერ სასტიკად სცემა-შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა ნაცემია თავად ოზურგეთის მერიც გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგი სიორიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ემზარ მახარაძე, სულიკო ვასაძე, კახა კვაჭანტირაძე სცემა შემდეგ განცხადებები დააწერინა და სამსახურიდან დაითხოვა. გავრცელებული და გადამოწმებული ინფორმაციით ნაცემია თავად ქალაქ ოზურგეთის მერიც.როგორც სანდო წყარო იტყობინება, ინცინდენტი გასული კვირის მიწურულს, ქალაქ ოზურგეთის მერიაში მოხდა, როცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები სამუშაო საათების შემდეგ, ერთ ერთ ოთახში, ვახშმობდნენ, რასაც მცირეოდენი ხმაური მოჰყვა.დაახლოებით 19 საათზე, ხმაურზე, ქალაქის მერი შემოვარდა და უმიზეზოდ ერთ ერთ თანამშრომელს გინება და ცემა დაუწყო.ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ეს უკვე ყოფილი თანამშრომელი ამ წუთებში, სახლში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გაკვირვებულმა რამდენიმე თანამშრომელმა მერს ხელები დაუკავა, თუმცა მერმა მისი ცემა თავით განაგრძო, შესაბამისად მწოლიარე თანამშრომელს სახის არე აქვს დაზიანებული. დანარჩენი ორი თანამშრომლის განთავისუფლება კი იმან გამოიწვია, რომ ისინი მერის დაშოშმინებას ცდილობდნენ და ამ დროს მერსაც რამდენიმეჯერ მოხვდა მუშტი თავის არეში. როგორც 'გურიის მოამბეს " უთხრეს- "მერს ცოტა წამოარტყეს " "გურიის მოამბე " ამ თემაზე კახა კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა, მომხდარი არც უარყო და არც დაადასტურა და განაცხადა, რომ ის, მისი სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებს. ამ წუთებში "გურიის მოამბე " ემზარი მახარაძესთან დაკავშირებას ცდილობს. "გურიის მოამბე " კომენტარისათვის ოზურგეთის მერიას დაუკავშირდა: "ვადასტურებთ, რომ ზედამხედველობის სამსახურის სამმა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. "- გვითხრეს პრესსამსახურში.ოფიციალურად გათავისუფლების მიზეზებზე კი მერია არ საუბრობს ". მოკლედ, გურიის მოამბის შეხედულებით, ოზურგეთელებს ქალაქის მერად რაღა ბეგლარ სიორიძე აგვირჩევია და რაღა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მოჰამედ ალი. ამ ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალის მიხედვით, ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე თავისი ხელწერით საოცრად ჰგავს Mთავის დროზე მსოფლიოს #1 მოკრივეს მოჰამედ ალის,: თუ მერმა 5 მაისს ქალაქის მერიაში სამი თანამშრომელი ერთმანეთზე დააწყო, მოჰამედ ალიმ, რომელსაც მოსკოვის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, დუშამბეში რინგზე თანმიმდევრობით სამი რუსი მოკრივე გამოუყვანეს, თითორაუნდიან საჩვენებელ ორთაბრძოლებში სამივე გვარიანად მიბეგვა.4 მაისის ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალს, 5 მაისს ქალაქის მერის პრესკონფერენცია მოჰყვა: მინდა, მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და ერთ რამეზე შევაჩერო თქვენი ყურადღება,გურიის მოამბე და მისი გამომცემელი, ბატონი ლადო მენაბდე, სისტემატურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს ქალაქის მერიისა და მერის საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, კანონმდებლობა ასეთ დროს ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სასამართლო ცილისმწამებელს ბოდიშის მოხდას დააკისრებს, მაგრამ ბატონი ვლადიმერი ისეთნაირად იქცევა, მისგან ბოდიშის მოხდაც არ მოგინდება კაცს. ამიტომ არ მივმართავ სასამართლოს. უბრალოდ მინდა, გულწრფელად გითხრათ, რასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჩემს განცხადებას გაგაცნობთ და მერე ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, აღნიშნა თავის გამოსვლაში ბეგლარ სიორიძემ. ქალაქის მერის განცხადებაში ვკითხულობთ: „გუშინ გაზეთ ‘„გურიის მოამბის“ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას უკავშირდებოდა. სტატიის მიხედვით, ქალაქის მერმა თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა. გაზეთმა აღნიშნული დეზინფორმაცია გადამოწმების გარეშე საინფორმაციო საშუალებებით, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია ‘’რუსთავი-2’’-ით გაავრცელა. “გურიის მოამბემ“ მერიის პრესსამსახურში მხოლოდ თანამშრომლების დათხოვნის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით დასვა კითხვები, ხოლო სტატიაში მოყვანილ არც ერთ ფაქტთან დაკავშირებით მას პრესსამსახურისთვის არ მოუმართავს. ხსენებული გაზეთის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება პირველი შემთხვევა არ გახლავთ. “გურიის მოამბე“ სისტემატურად ავრცელებს მსგავსი ტიპის აბსურდულ, რეალობას მოკლებულ ინფორმაციებს და ამ ფორმით გამუდმებით ცდილობს მერისა და მერიის დისკრედიტაციას. გაზეთი ემსახურება არა სიმართლესა და სამართლიანობას, არამედ ბოროტად იყენებს ჟურნალისტური სტანდარტებით მისთვის მინიჭებულ უფლებას და “სამართლიანობის“ სახელით გამუდმებით ტყუის. “გურიის მოამბე“, ასევე, უარს აცხადებს საპასუხო წერილების გამოქვეყნებაზე და საფასურად 500 ლარს ითხოვს. ასეთი მიდგომა გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ გაზეთი შეგნებულად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, რათა გამოიწვიოს მერის საპასუხო რეაქცია და ამით მატერიალური სარგებელი მიიღოს. მართალია, კონსტიტუციითა და სხვა კანონებით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამ უფლების რეალიზაციისას იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეული სახის შეზღუდვებს. „გურიის მოამბე“ ნებისმიერ ფაქტს, რომელიც მერისა და მერიის მხრიდან გახლავთ ინიცირებული, უარყოფითი კონტექსტით ავრცელებს. ის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბრალს სდებს მერს ტრეფიკინგში, თანამშრომელების მიმართ მონურ მოპყრობასა და სხვადასხვა ტიპის აფიორაში. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციების უმრავლესობა არის ცილისმწამებლური, რაც სცდება ჟურნალისტური საქმიანობისა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხსენებული გაზეთი წარმოადგენს მხარეს და მოვუწოდებ ყველა კომპეტენტურ არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, რათა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ქალაქის მერია საქმიანობს კანონის ფარგლებში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი გამონაკლისის გარდა, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მერისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ“. ქალაქის მერის თქმით, გურიის მოამბის ეს ექსკლუზივ-სკანდალი ყოველგვარ ზღვარს გაცდა: ეს ინფორმაცია ყოველგვარ ზღვარს გაცდა, ეს არის აბსურდი, ტყუილი, მსგავსი არაფერი მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო..სამივე ადამიანი, საღ-სალამათია, სამივეს ტელეფონის ნომრებს მოგცემთ და დაუკავშირდით, ან შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია მაესტროს მიერ გადაცემული სიუჟეტი, სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რაც რეალურად მოხდა. გიორგი გირკელიძე, გურია ნიუსი : რას გვეტყვით ლადო მენაბდისა და კახა კვაჭანტირაძის საუბარზე, რომლის აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა გურიის მოამბემ ? კვაჭანტირაძე ჩვენაც ჩავწერეთ გუშინ და მან თქვა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ ნაცემია, ცემა ვასაძემ და ასევე ჩაერიეთ თქვენ.ბეგლარ სიორიძე: სად ამბობს, რომ ბეგი სიორიძე ჩაერია ჩხუბში?გიორგი გირკელიძე, _ აუდიოჩანაწერს ვგულისხმობ.ბეგლარ სიორიძე: _ არსად არ ამბობს მაგას. ხმაურის შემდეგ ამოვიდა ქალაქის მერი და ამის შემდეგაც მომიქნია ხელიო, არც ბეგი სიორიძეს ამბობს, არც ჯანო ვასაძეს, მხედველობაში ჰყავს ჯანო ვასაძე. შეგიძლიათ, შეხვდეთ და ჩაწეროთ. მანამდე, თუ გნებავთ, ერთად მოვუსმინოთ ამ აუდიოჩანაწერს. აუდიოჩანაწერში კვაჭანტირაძე კონკრეტულად მართლაც არსად ამბობს, რომ ის ბეგი სიორიძემ სცემა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ აუდიოჩანაწერში კვაჭანტირაძე ქალაქის მერს არაკაცს უწოდებს, მაშინ მას არც ამის თქმა გაუჭირდებოდა. თემურ მარშანიშვილი, ალიონი : თქვენ ბრძანეთ, რომ გურიის მოამბე 500 ლარს ითხოვს საპასუხო წერილის გამოქვეყნებაში. პრესკონფერენციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა ესწრება. ამიტომ შეკითხვა თქვენთან კი არა, ბატონ ირაკლისთან მექნება, როგორც ამ საკითხში აქ დამსწრეთაგან ყველაზე კომპეტენტურ პირთან _ რამდენად სამართლიანია რედაქციიდან საპასუხო წერილში 500 ლარის მოთხოვნა? ირაკლი პაპავა: _ ეს თვითონ რედაქციის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. წესით და რიგით, თუ ის აქვეყნებს ცალმხრივად რაიმეს, მაშინ მეორე მხარის პოზიციაც უნდა ჩანდეს. ბეგი სიორიძე: _ ბაზარში ჩვენ წამოწყებული გვაქვს სამუშაოები და იმას ეხებოდა ეს. მალე დაინახავთ, იქ რა სახის სამუშაოები ჩატარდება, შესვლა აღარ შეგეზარებათ. Aამ სამუშაოებს ქალაქის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ი, კერძოდ, სერვისცენტრი ასრულებს, მისი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას, რაშიც იღებენ ხელფასს. ამაზე გურიის მოამბემ გამოაქვეყნა წერილი, რომ თურმე აწი რამდენი ვინმე ტენდერში მოიგებს, იჯარით ფართს აიღებს თუ აუქციონზე რაღაცას შეიძენს, ყველაფერი ქალაქის მერის და ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძის ინტერესშია. მე არ მჭირდება არც გოჩა სალუქვაძის და არც რომელიმე სხვა ადამიანის მიწის ნაკვეთი, არც ერთი კვადრატული მეტრი ფართი, არც ერთი თეთრი, იმიტომ, რომ მყოფნის საკუთარი. ჩემი ინტერესია, როგორმე მოვიზიდო ინვესტორი, ოზურგეთელი იქნება ის, ზუგდიდელი თუ ქუთაისელი, რათა ჩვენს ქალაქში გაკეთდეს რამე. გუშინწინ, მაგალითად, ბატონ თემურ ჭყონიას შევხვდი და ვთხოვე, ოზურგეთში გააკეთოს მაკდონალდსი, ასევე შევხვდი გელა არობელიძეს, რათა ნიკორამ ჩვენს ქალაქში ააშენოს დიდი სუპერმარკეტი. ანალოგიური მიზნების განსახორციელებლად ვხვდები თხილის თუ ჩაის ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს. ეს არის ჩემი ინტერესი და არა ის, რასაც გურიის მოამბე წერს. სხვათა შორის, გოჩა სალუქვაძისთვის იჯარით გამოყოფილი ფართი ბაზარში არის სულ სხვა ადგილას და ის შეხებაში არაა იმასთან, რაც დღეს ბაზარში ხდება. მენაბდის წერილის მიხედვით კი, თურმე მე, ქალაქის მერი, ბიუჯეტის ხარჯით, ჩემი თანამშრომლებით ვაწარმოებ გოჩა სალუქვაძის მიერ იჯარით აღებულ ფართზე რაღაც სამუშაოებს. აი, ამ საპასუხო წერილის გამოქვეყნებაში გურიის მოამბემ 500 ლარი მოითხოვა. გადაიხადეთ 500 ლარი და დაგიბეჭდავთო. რამდენად ჯდება ეს ყოველივე ეთიკურ ნორმებში, თქვენ თვითონ განსაჯეთ. არავის კომერციულ საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ, გაზეთის მეორე გვერდზე განთავსებული ფასიანი მომსახურების ტარიფის გათვალისწინებით, ნახევარი კომპიუტერული გვერდის მოცულობის მასალის გამოქვეყნებაში 500 ლარის მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, ნამეტანია! დავუბრუნდეთ ე. წ. ექსკლუზივ-სკანდალის თემას. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ გურიის მოამბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქალაქის მერის მხრიდან მათი გატყეპვის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს: ემზარ მახარაძე: ამ საკითხზე მაესტრომ ჩამწერა, პოლიციისთვისაც მომიხდა ჩვენების მიცემა და, მართალი გითხრათ, ცოტა გაღიზიანებული ვარ. ეს სისულელეები აგორებული ჭორია, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორ გითხრათ, სპორტულ თემაზე ორ პიროვნებას შორის გამართული დიალოგი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, შესაძლებელია, უფრო გამწვავებულიყო კიდეც. მოუსწრო ქალაქის მერმა და სიტუაცია დაარეგულირა. მოგეხსენებათ, ასეთ საქმეს მოსდევს ხანდახან ხმამაღალი. კარგით, რა! რომელ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მელაპარაკებით, არავისთვის წაკარებია. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებას იძულებით ვერავინ მიმაღებინებს. არ ყოფილა ასეთი და როგორ ვთქვა. თვითონვე დავწერე განცხადება. სულიკო ვასაძე: ქალაქის მერთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. თანამშრომელთან მომივიდა ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება, მაგრამ ფიზიკურად არ შევხებივართ ერთმანეთს. ცოტათი ნასვამი ვიყავით, მოგვისწრო მერმა და მოიქცა ისე, როგორც, ალბათ, ყველა უფროსი მოიქცეოდა, სულ ეგ იყო. არ ვიყავით მართალი და სამსახურიდან წამოვედი. ვიმეორებ, მერთან არანაირი სხვა კონფლიქტი არ მქონია არც იმ დღეს და არც გუშინწინ, როცა შემთხვევით შევხვდი, ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. კახაბერ კვაჭანტირაძე: კი, სიტყვიერი კამათი მომივიდა თანამშრომელთან, ძალიან გავცხარდით, ხმამაღალზე ქალაქის მერმა შემოგვისწრო და მკაცრად მოგვიწოდა წესრიგისაკენ. იქვე მოვიხადე ბოდიში, რადგან მართალი არ ვიყავით, სამსახურში ასეთი რამ ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. შემდეგ რაც მოხდა, ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო ბატონი ლადო მენაბდის მხრიდან. _ რომელ პროვოკაციაზე საუბრობთ, როცა აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ თქვენ თვითონ დაურეკეთ გურიის მოამბის გამომცემელს? _ სწორედ ეს იყო პროვოკაცია. ფეისბუკზე ტელეფონის ნომერი შემომიგდო, მომწერა, აუცილებლად დამირეკე ან მნახეო. ახლა თანხა არ მაქვს, თორემ ნამდვილად ვუჩივლებდი, რადგან ჩემი ნებართვის გარეშე, მალულად ჩაიწერა საუბარი, მერე ასევე უნებართვოდ გამოაქვეყნა იგი, რაც, რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის დანაშაულია. თქვენ თქვით, რომ ბოდიში მოიხადეთ, რადგან მართალი არ იყავით. მაშინ აუდიოჩანაწერში რატომ უწოდეთ ქალაქის მერს არაკაცი? ემოციისა და ნერვიულობის გამო მოხდა ეს ყველაფერი. სამსახურიდან წამოვედი და გაბრაზებული ვიყავი...არ ვაპირებთ, არაფრის მტკიცებას, ალბათ, ასე იყო ეს ყველაფერი, თორემ ვერც მერისგან სასტიკად ნაცემი უკვე ყოფილი თანამშრომლები და ვერც ყოფილი თანამშრომლებისგან ცოტა წამორტყმული მერი ასეთ მოკლე დროში ვერ მოიშუშებდნენ იარებს. და ბოლოს, სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს. ყველა ხედავს, ყველამ იცის, რისთვის ებრძვის ასე გავეშებით გურიის მოამბე ზოგადად ქართულ ოცნებას , კონკრეტულად ქალაქის მერიას და კიდევ უფრო კონკრეტულად _ ქალაქის მერს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გურიის მოამბის გამომცემელი გუშინდელი სახელისუფლებო, დღეს კი მესაბოტაჟე პარტიის _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი იდეოლოგიური იარაღის, რუსთავი-2-ის კორესპონდენტია, აღარავის უნდა უკვირდეს ამ გაზეთის მისია და დანიშნულება. თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის #3-ში გურიის მოამბის რედაქცია კი არა, ფაქტობრივად რუსთავი-2-ის ფილიალია. დასტურად, ალბათ, ისიც კმარა, რომ ამ სამაუწყებლო კომპანიისთვის სიუჟეტების მოსამზადებლად ჩაწერებს ხშირად ვლადიმერ მენაბდე კი არა, გურიის მოამბის თანამშრომლები ახორციელებენ.ავტორი თემურ მარშანიშვილი