,,ქართული ოცნება პრემიერს „ნაციონალურად“ დახვდა“

დამატებულია: 2015-05-19
picture1

ქართული ოცნება პრემიერს „ნაციონალურად“ დახვდა“ ,ქართული ოცნება პრემიერს „ნაციონალურად“ დახვდა“ ალიონი. საქართველოს „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ ,ოზურგეთის დემოკრატიული ჩერთულობის ცენტრში, პრესკონფერენცია ჩაატარა. სალუქვაძემ ორ საკითხზე ისაუბრა. განიხილა პრემიერის ვიზიტი გურიაში და ქართული ოცნებას გურიაში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა დაუწუნა.დღევანდელი ხელისუფლებიდან უკვე დიდი ხანია აღარ ველოდები გონივრულ გადაწყვეტილებებს. მითუმეტეს,საკადრო საკითხებში.ჩემთვის, როგორც,თავისუფალი დემოკრატისთვის,მიუღებელია ის მახინჯიპრაქტიკა,რომელიც სამწუხაროდ დამკვიდრდა გურიაში. საკვანძო ადგილებზე მხოლოდ გვარის გათვალისწინებით კადრების დანიშვნა. ეს უკვე მერამდენედ, ინიშნება ადამიანი,რომელიც რეალურად არ იცნობს გურიის რეგიონის პრობლემატიკას და ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი ტიპის,საკადრო ცვლილებები,როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმ უამრავი შეცდომის დაშვებისა,რაცა ასევე, ხელისუფლების სხვა,ყოფილი წარმომადგენლებისაგან დაგვრჩა გურულებს. საუბარი მაქვს, ახალი გუბერნატორის დანიშვნაზე,რომელიც პრემიერმა, დიდი ძებნისა და რჩევის შედეგად, 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა. მე,როგორც რიგითი ოზურგეთელი, არ ვიცნობ ამ პიროვნებას, თუმცა ისევე როგორც ბევრ ადამიანს საქართველოში, მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გამიჩნდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების სურვილია, სამართალდამცავი სტრუქტურებით მართოს სახელმწიფო ინსტიტუტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“, საზოგადოებასთან ერთად დავასრულებთ ამ მახინჯ პრაქტიკას. რაც შეეხება გუბენატორის მოადგილეს ქეთევან მოისწრაფეშვილს, ის პერსპექტიული ახალგაზრდა კადრია. მე ყოველთვის მივესალმები გონიერი და განათლებული ახალგაზრდების პოლიტიკასა თუ ქვეყნის მართვაში ჩაბმას. იმედი მაქვს, პროცესებში ჩართულობით,ის კარგად გააანალიზებს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. როგორც მითხრეს, ერთ–ერთ მოადგილედ ინიშნება სოსო ექრომაიშვიული, რომელსაც ვიცნობ და ვიცი მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დაიწყება ყალბი პროცესი, „ქართული ოცნებისაგან“ უხეშად მივიწყებული თანამებრძოლების შემორიგებისა. მე ამ ადამოანებს უდიდეს პატივს ვცემ და მეგობრულად მინდა ვურჩიო, ჭკვიანი ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს, თქვენ კი საკუთარ თავზე გამოცადეთ ბევრი რამ, უმადურება, იგნორი, უსამართლობა. არ დაუშვათ კიდევ ერთი შეცდომა, რეალურად შეაფასეთ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებშ, ნუ ენდობით ყალბ დაპირებებს. „
თემურ სალუქვაძე გურიაში პრემიერის ვიზიტსაც შეეხო.
_,,ეს იყო გურიის განვითარების გეგმაზე სრულიად მოუმზადებელი პათეთიკითა და ცრუ დაპირებებით გაჯერებული საუბარი.ასეთი მიდგომებით გურია ვერ განვითარდება. დახვედრა როგორიც ირაკლი ღარიბაშვილს მოუწყვეს იყო აღმაშფოთებელი.„ ქართული ოცნება“ პრემიერს დახვდა ნაციონალურად. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. პრემიერმა თქვა, რომ ჩაის დარგი გარდაქმნის გურიას. მაშინ, როცა პლანტაციების დიდი ნაწილი ან ამოიძირკვა ან გავერანებულია. მე როგორც დარგის სპეციალისტმა მინდა გითხრათ ეს არ არის სწორი.ჩაი სტრატეგიული და გადამრჩენი კულტურა ვერ იქნება. პრემიერმა იხმარა სიტყვა ,,რენტაბელური“ ძალიან დიდი დანახარჯები უნდა ბიზნესმენს რომ კონკურენტუნარიანი მაღალ ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვას. თითოეულმა გლეხმა იცის, რომ ჩაი ამეტაპზე ვერ გარდაქმნის გურიას. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ათეულობის საწარმო გაიხსნა, ესეც სიცრუეა. დავფიქრდეთ, ის პროექტები რომლების ხორციელდება ყველასთვის ხელმისაწვდომია? პირიქით, ისეთი გარემო ხომ არ სეიქმნა რომ მდიდარი კიდევ ეფრო გამდიდრდა და ღარიბს კიდევ ურფრო გაუჭირდა. გლობალურად განვითარებაში როგორ ხედავს სახელმწიფო გურიას, მე პირადად ვერ დავინახე. როცა ამბობენ რომ გადამრჩენი იქნება სამთო–სათხილამურო სპორტი დასკვნებს და კველევებს იცნობენ, რომელიც ჩატარებულა ამ მიმართულებით? მე დავრწმუნდი როცა საუბრობდა რომ პრემიერს ამ კვლევებისთვის არც გადაუხედია“_ განაცხადა სალუქვაძემ.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.