`მერცხალი“ მე-5 ადგილზეა

დამატებულია: 2015-05-19
picture1

`მერცხალი“ მე-5 ადგილზეა' `მერცხალი“ მე-5 ადგილზეა' ალიონი. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინიში ფეხბურთში პირველი ლიგის გუნდებს შორის. „ბ“ ჯგუფში ვადამდე ადრე გაინაღდა უმაღლესი ლიგის საგზური თერჯოლის „საპოვნელამ“, რომელმაც 77ქულა დააგროვა და 23 ქულით გაასწრო მე-2 ადგილზე გასულ „ბორჯომს.“ბოლო ტურებში შინ თუ გარეთ ძირითადად აუტსაიდერები იგებდნენ, იმდენი ქულა დააგროვეს საპრიზო სამეულსაც კი მიუახლოვდნენ.ოზურგეთის „მერცხალი“ დღეს, ბოლო ტურში ქედაში ადგილობრივ „ბეთლემს“ ხვდებოდა. „მერცხლმა“ შეძლო ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა და 3ქულა მოიპოვა, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა საბოლოოდ სატურნირო მდგომარეობა და 48 ქულით მე-5 ადგილზეა. ( მე-3 ადგილზე 50 ქულით „გაგრაა,“ რომელმაც საშინაო მატჩში ხობის კოლხეთს“ სძლია 2:1, ხოლო „ბეთლემს“ 49 ქულა აქვს და საბოლოოდ მე-4 საფეხურზე დარჩა).მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის „სქურმა“ „ალგეთს“ მოუგო (1:0) „ალგეთი“ გათამაშების ცხრილში 47 ქულით მე-6 საფეხურზეა. ხოლო „სქური“ ბოლოსწინა ადგილზეა და სავარაუდოდ პირველ ლიგას დატოვებს. მე-7 საფეხურზე ტყიბულის „მეშახტეა“, (47 ქულა), რომელმაც გასვლით მატჩში „ბორჯომს“ 3:0 მოუგო.ამ ჯგუფში ერთადერთი მატჩი დარჩა გასამართი. ხობის „კოლხეთსა“ და „გაგრას“ შორის. თუ ამ მატჩში „კოლხეთი“ გაიმარჯვებს, მე-8 ადგილიდან შეიძლება „მერცხალსაც“ კი გაუსწროს და მე-5 საფეხური დაიკავოს. ვნახოთ, დაველოდოთ ამ მატჩის შედეგსაც.„მერცხალმა“36 მატჩიდან 13 მოიგო,9 ფრედ დაამთავრა, 14 წააგო (ბ.შ.45-66), და 48 ქულა დააგროვა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.