გია სალუქვაძე: ქალაქ ოზურგეთში მშენებლობები მართლაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს გია სალუქვაძე: `ქალაქ ოზურგეთში მშენებლობები მართლაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთში მშენებლობები მართლაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მხარის პირველმა პირმა გია სალუქვაძემ გუშინ, ქალაქის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას აღნიშნა. გუბერნატორმა ქალაქის მერს თანადგომა და თანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.ქალაქ ოზურგეთში მშენებლობები მართლაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.ყოველივე ეს მისასალმებელი და მისაბაძია. მზად ვართ გვერდით დავუდგეთ გურიაში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობას და ვითანამშრომლოდ ეფექტიანად~, – აღნიშნა ახალმა გუბერნატორმა. სანიაღვრე არხების მშენებლობა აღმაშენებლისა და გურიის ქუჩებზე, ჯებირები და ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ნაბჟუარაზე, 9 აპრილის ქუჩის განახლება და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რუსთაველის ქუჩაზე, ანასეულში და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები - ეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც 20 მაისს გუბერნატორმა და ქალაქის მერმა ერთობლივად მოინახულეს. ქალაქის მერის განცხადებით, გარდა მიმდინარე სამუშაოებისა, ოზურგეთში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.