ოზურგეთის თემების საკრებულო პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას აპირებს ოზურგეთის თემების საკრებულო პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას აპირებს ალიონი. დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრები ესწრებოდნენ, საკრებულოს პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის ინიციატივის გაცნობით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვეღელიძემ სხდომის მონაწილებს პროგრამული ბიუჯეტის უპირატესობაზე ესაუბრა. ალტერნატივა არ აქვს პროგრამულ ბიუჯეტს. დაგვიანებულადაც კი მიმაჩნია ამაზე საუბარი. 8 წელი მუსირებდა ეს საკითხი, მაგრამ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა. ორი წლის წინ გადაწყვიტეს პარლამენტში ეს საკითხი. ნაწილობრივ პროგრამული ბიუჯეტი ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ქუთაისის საკრებულოებშია დანერგილი. თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა იქნება, რეგიონებში ჩვენ პირველები გადავალთ პროგრამულ ბიუჯეტზე-განაცხადა მან.არასამთარობი სექტორის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს სიახლის მიმართ.„მართლაც დროული და მისასალმებელი ნაბიჯია თქვენი მხრიდან, ეს არის ერთგვარი სარკე თუ რა ხედვა აქვს მუნიციპალიტეტს. პროგრამული ბიუჯეტირებით ხდება არა ხარჯვის შეფასება, არამედ შედეგის. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა დახმარება გაგიწიოთ ამ საქმეში, ჩვენი გამოცდილების საფუძველზე რეკომენდაციების, კონსულტაციების და ტრენინგების სახით.“ - აღნიშნა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა მინდია სალუქვაძემ.პროცესებში ჩართვისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ლევან ხინთიბიძემ. „ ამ ინიციატივის განხორციელებისათვის თავდაპირველად საჭიროა ამ პოლიტიკური ნების თანმხვედრად აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა, ხოლო შემდეგ გარკვეული მოდელის შემუშავება, ამ კუთხით მზად ვართ ჩვენი გამოცდილება სრულიად გაგიზიაროთ.