ყველაზე მთავარი _სამართლიანობის აღდგენა არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ“.„ ყველაზე მთავარი _სამართლიანობის აღდგენა არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ“.ზუსტად 4 წლის წინ, 2011 წლის 21 მაისს, „სახალხო კრებამ“ ქ. ბათუმში, ერას მოედანზე, მრავალათასიანი მიტინგი მოაწყო. ამ აქციაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა გურიის რეგიონიდან. აქციას ესწრებოდნენ გაზეთების „ალიონის“ და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები. შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიისაკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნა იყო, აჭარის ტელევიზიას სწორი ინფორმაცია მიწოდებინა ხალხისთვის.23-ში ღამით, აქციის დარბევა დაიწყო. დაიჭირეს აქტივისტები ცოტნე ანანიძე, ანზორ სოლომონიძე, გოჩა მუხაშავრია, დავით ფარტენაძე, ხვიჩა გამარჯობიძე, დიმიტრი ჭეიშვილი და ოზურგეთელი ვახტანგ სიორიძე.გაზეთი „ალიონი“ ყოფილ პოლიტპატიმრებს შარშან, ქ. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა გაზეთ „ალიონში“( #5, 2014 წ.) გამოქვეყნდა ელექტრონული და ვიდეო ვერსია ვებ-გვერდზე: alion.ge. ამონარიდი ინტერვიუდან: „თუ ჩვენ გვექნებოდა ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია, ამ შემთხვევაში ჩვენ არ მივდიოდით აღიარებაზე, პრინციპულად ვიდექით ჩვენს პოზიციაზე. მაგრამ როცა უკვე ღამის პირველ საათზე უშიშროების განსაკუღებულ საქმეთა გამოძიების ჯგუფი გაღვიძებს, აგიყვანს ციხის უფროსის კაბინეტში და ქსეროასლებს დაგილაგებს ოჯახის წევრებისას და თანამებრძოლებისას, გეტყვიან, რომ ჩვენ კარგად გიცნობთ თქვენ, ულტიმატუმი იყო, ან ბრალიუნდა გვეღიარებინა ან ოჯახის წევრების და თანაპარტიელების მიმართ უნდა დაეწყოთ ომი. თან დასძინეს, თქვენ ბრალი დაგიმძიმდებათ ახალ გარემოებათა გამო, იკვეთება, რომ თქვენ აპირებდით შეიარაღებულ გადატრიალებას და ბრალი გედებათ სამშობლოს ღალატში..“(ანზორ სოლომონიძე);„სამოქალაქო საზოგადოების უფლებადამცველი ორგანიზაციების იურისტების მხრიდან ჩვენი საქმის ანალიზის შედეგად პრაქტიკულად დადგინდა, დრომ საქმე იყო ჩვენს მიმართ პოლიტიკური მოტივაციით დაკავება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მიცემა.სწორედ ეს ანალიზი დაედო საფუძვლად 2012 წლის 5 ნოემბრის დადაგენილებას, რითაც პოლიტპატიმრის სტატუსი განისაზღვრა. ამ სტატუსით მოხდა საპყრობილედან გათავისუფლება. თუმცა ამ საქმეს დღეს-დღეისობით სამართლებრივი მსვლელობა არ მიეცა და ამასთან დაკავშირებით წუხილის გამოვთქვამთ. იმედი გვაქვს, ჩვენ არ მოგვიხდება სამართლიანობის აღდგენა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თავის უპირველეს ვალდებულებას, მოახდენს უფლებამოსილების დარღვევის შესახებ შესატყვის სამართლებრივ რეაქციას. ამის მოლოდინში ვართ, თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებისათვის ყოფილი პოლიტპატიმრები მძიმე ტვირთად იქცა.“ (ცოტნე ანანიძე).პოლიტპატიმრები და ჟურნალისტები მაშინ ფიქრობდნენ, რომ კვლავ დგას კითხვა-ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ ეს კითხვა დღესაც აწუხებს საზოგადოებას.21 მაისს, ქ. ბათუმში კვლავ შეიკრიბნენ პოლიტპატიმრები და იგივე მოთხოვნები გააჟღერეს ( აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებაში დღის განმავლობაში სამჯერ გადასცა ეს სიუჟეტი).ანზორ სოლომონიძის მოთხოვნაა, რომ ყოფილი კრიმინალური ხელისუფლების მიერ დაგეშილი პროკურატურისა და პოლიციის ის ჩინოსნები, რომლებიც ახორციელებდნენ მათ სამართლებრივ დევნას, დღესაც წარმოდგენილი არიან, როგორც სამართალდამცავები, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან;ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რომ 2011 წლის 21 მაისის სამოქალაქო პროტესტი ჯდებოდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ამიტომ უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი შეფასებები.ერთ-ერთი მოთხოვნა დღევანდელ ხელისუფლებაში ნაციონალების მაღალ თანამდებობებზე ჩამოშორებასაც შეეხებოდა.
ოზურგეთელმა ვახტანგ სიორიძემ იმ პროკურორისა და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგელების თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა, რომელთა მიერ ხდებოდა მასზე ზეწოლა და წამების ფაქტები.ანზორ სოლომონიძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ იგი დღეს თავისი საქმიანობით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უჭერს მხარს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარი _სამართლიანობის აღდგენა არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ.