როდის მიეწოდება ქალაქს სასმელი წყალი რეაბილიტირებული წყალსადენიდან?' როდის მიეწოდება ქალაქს სასმელი წყალი რეაბილიტირებული წყალსადენიდან?;ალიონი~. როდის დამთავრდება მშენებლობა და როდის მიეწოდება ქალაქ ოზურგეთს ხარისხიანი სასმელი წყალი რეაბილიტირებული წყალსადენიდან? სათაურში გამოტანილი ამ კითხვის პასუხით და უფრო მეტად ხარისხიანი სასმელი წყლის მიღებით, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ყველა ოზურგეთელი, რომელთა ერთი ნაწილი, _ ალბათ, უფრო ემოციური, _ გადათხრილმა ქუჩებმა და ტალახმა შეაწუხა, მეორე ნაწილი კი, _ უფრო სულდათქმული და შორსმჭ-ვრეტელი, _ რეაბილიტირებ-ულ წყალსადენს ქალაქ ოზურგეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საუკუნის მშენებლობად~ მიიჩნევს და სამართლიანადაც, რადგან ქალაქში დღეს მოქმედი წყალსადენის ქსელი ჯერ კიდევ 1937 წელს არის აგებული და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამორტიზებულია. შპს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვისცენტრის დირექტორის დავით ცერცვაძის თქმით, ქალაქ ოზურგეთში ახალი წყალსადენის მშენებ-ლობაზე გამოცხადებული ტენდერი შპს ინსიმ~ მოიგო და შარშან ნოემბერში მისი ქვეკონტრაქტორი, შპს წყალკანალმშენი~ პრაქტიკულად შეუდგა მუშაობას:ტენდერში გამარჯვებული გახლავთ შპს ინსი~, ხოლო გასული წლის ნოემბრიდან სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს მისი ქვეკონტრაქტორი ფირმა შპს წყალკანალმშენი~. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 3 მილიონ 880 ათასი ლარი იყო, შემდეგ ცოტათი შეიცვალა, რადგან წყალსადენის მილების პროექტით გათვალისწინებული სიგრძე 27 კილომეტრიდან 32 კილომეტრამდე გაიზარდა. აქედან 27 კილომეტრამდე უკვე მზადაა, ფაქტობრივად ყაზბეგის ქუჩაზე დარჩა შესაყვანი. გარდა ამისა, საკუთარი ძალებით ვახორციელებთ შესაბამის სამუშაოებს ინგოროყვას ქუჩის I ჩიხში, რუსთაველის ქუჩის III ჩიხში, იაკობ შემოქმედელის ქუჩის I და IV ჩიხებში ბათუმის ქუჩის მარცხენა მხარეს, ლერმონტოვის ქუჩის ნაწილზე (ნაწილი შედიოდა პროექტში). ეს ჯამში დაახლოებით 4-5 კილომეტრია. ასე რომ, შემდეგ დაიწყება გადასაყვანი, სარეგულაციო და სამონტაჟო სამუშაოები.პროექტი წელიწადნახევრიანია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, სამუშაოების დასრულებას იანვარში გეგმავენ და ამით დასრულდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალსადენის რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული წყალსადენი კი შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებელს შეუფერხებლად, უწყვეტად, მაღალი წნევით, დღეღამეში მინიმუმ 14 საათით მივაწოდოთ ხარისხიანი სასმელი წყალი. ქსელში მაღალი წნევის მუდმივად არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენთვის პრობლემა აღარ იქნება ქალაქის გარეუბნებისა და მაღალი წერტილების ათვისება.
რეაბილიტირებული ქსელის წლით უზრუნველყოფა მოხდება ყაზბეგის, კიტა მეგრელაძისა და სამთო ქიმიის ქუჩებზე მდებარე სათავე ნაგებობებიდან ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე კმაყოფილია ქალაქში წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებით. ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ამ მშენებლობას. ვინც საქმეში ჩახედ-ულია, დამეთანხმება, რომ დიდი საქმე კეთდება და კარგად კეთდება. მშენებლები უკვე გრაფიკის წინსწრებით მუშაობენ. ამიტომ, თუ საახალწლოდ ვერა, ახალი წლის პირველივე თვეში ოზურგეთელები აუცილებლად მიიღებენ სასმელ წყალს ახალრეაბილიტირებული ქსელიდან.