ბონდო ღლონტი: ,,რომ ჩეირთვები პატეფონივით, სხვისი მოსმენა რეიზა არ იცი?! ბონდო ღლონტი: ,,რომ ჩეირთვები პატეფონივით, სხვისი მოსმენა რეიზა არ იცი?! გასული კვირის პარასკევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემთა საკრებულო შეიკრიბა. სხომამ ცვლილებები და დამატებები შეიტანა ~ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ~ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის #86 განკარგულებაში; ოზურგეთის მუნი-ციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუსავების სამუშაოთა ორგანიზების მიზნით, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა დროებით სამუსაო ჯგ-უფს; ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული (ზაზა გობრონიძის) წევრის ადგილმონაცვლის (ბიძინა ლომჯარია) უფლებამოსილება. სხდომას მხარის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრო. ნაციონალმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ შემთხვევით ისარგებლა და გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის სალუქვაძის კავშირი ფილმის ჩვენებასთან, რომელსაც მოსწავლეები ესწრებოდნენ და რომელიც ნაციონ-ალური რეჟიმის შესახებ ყვება.გია სალუქვაძე: ფილმი ეხება რეალობას. მიპასუხეთ არის თუ არა ეს ფაქტები მომხდარი? თქვენ ამაზე არ საუბრობთ.ამ ფილმს აქვს იმის უფლება, რომ საზოგადოებამ ნახოს.დავით მჟავანაძე: ამ ფილმს სკოლის მოსწავლეები რატომ ესწრებოდნენ?ლელა ნაცვალაძე (დეპუტატი): ნუ უსმენთ ამ საცოდავ მჟავანაძეს.გია სალუქვაძე: ჩვენ მიერ არ ხდებოდა კონტროლი, ვინ დაესწრებოდა და ვინ არა. არსად ჩემი არასამთავრობო არ ფიგურირებს, როგორც ბავშვების მომყვანი.ლელა ნაცვალაძე: მჟავანაძე, საწყალი ხარ მეცოდები,შენთან არც კი შემოვალ პოლემიკაში. მე ვარ შენი პარტიის საქმეების მომსწრე 7 ნოემბრის 26 მაისისა. რატომ არის საწყენი როცა ვამბობ, რომ ფსიქიატრი გჭირდება?დავით მჟავანაძე: კაი, ლელა, შენ პარტიიდან პარტიაში დარბოდი.ლელა ნაცვალაძე: ჯობია პარტიიდან პარტიაში იხტუნაო, ვიდრე ის აკეთო, რასაც შენ აკეთებ. გაჭირვებულო, გაულახავი არ დარჩები.ბონდო ღლონტი (დეპუტატი) :დათო, რომ ჩეირთვები პატეფონივით, სხვისი მოსმენა რეიზა არ გიყვარს. კითხვას რომ სვამ, პასუხს რეიზა არ უსმენ, შენდა რომ ბუტბუტობ?!..