შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

დამატებულია: 2015-05-24
picture1

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღნიშნეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღნიშნეს ალიონი. 1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. ამ დღისათვის მსოფლიო მოწოდებას 115 ქვეყანა და 1200 სათემო ორგანიზაცია უერთდება.დღეს, საღამოს, ქ. ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე არასამთავრობო ორგანიზავია „ფენიქსი 2009“ ინიციატივით აქცია გაიმართა, რომელშიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. აქციის დასასრულს კი ცაში ფრანები აუშვეს.როგორც „ფენიქსი 2009“ ხელმძღვანელემა ოთარ ჯიჯიეშვილმა გვითხრა, ეს დღე უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება ოზურგეთში და იგი მიმართულია აივ/შიდსთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან, ეძღვნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას და მოქმედებს, როგორც გლობალური სოლიდარობისა და სტიგმა/დისკრიმინაციის ბარიერის გადალახვის მნიშვნელოვანი ინტერვენცია.ოთარ ჯიჯიეშვილი გასულ კვირაში ლიტვაში, ქ. ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც იგი მონაწილეობდა შიდსის და ყველა სახის ჰეპატიტის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაში.ინფორმაციისთვის: 2015 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია შიდსით დაავადების 4951 შემთხვევა. შიდსის გარდაცვლილთა რიცხვი 1015 კაცს შეადგენს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.