ოთხმოც წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს ოთხმოც წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს ალიონი. სოფელ ლიხაურში (ნიაბაური) მცხოვრებ, 80 წელს გადაცილებულ, ჯანმრთელობა შელახულ ცოლ-ქმარს სულიკო და ეთერ გობრონიძეებს, უფროსი სოციალური აგენტის ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეუწყვიტეს სოციალური დახმარება მიზეზით ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი.ამის შესახებ ალიონს~ ბატონი სულიკოს ბიძაშვილმა, სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და მოქმედმა ადვოკატმა, ბატონმა რევაზ გობრონიძემ აცნობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსმა სოციალურმა აგენტმა ავთანდილ ზაქარიაძემ ალიონთან~ საუბარში განაცხადა: მივედი ოჯახში და ვნახე, რომ მასთან იმყოფებოდა შვილიშვილი, შვილისშვილის ცოლი და შვილთაშვილი, გავიგე, რომ ისინი 8 თვეა იქ იმყოფებოდნენ. შვილიშვილის მასთან ყოფნის სურვილი თვითონ სულიკო გობრონიძემაც დაადასტურა.როდესაც ბენეფიციარის ოჯახში ცვლილება მოხდა, წესით მას უნდა ეცნობებია სოციალური სამსახურისთვის. დაფიქსირებული ცვლილების გამო შეუჩერდათ სოციალური დახმარება. ახალი განაცხადით უნდა მიმართონ სააგენტოს, მოხდება ხელახალი შემოწმება და მიღებული ქულების მიხედვით გადაწყდება გაუგრძელდებათ თუ არა სოციალური დახმარება.83 წლის უკვე ყოფილი ბენეფიციარი სულიკო გობრო-ნიძე, რომელსაც მეხსიერების პრობლემა აქვს, ამბობს: მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ აქ, აბა ამფერ ხუხულაში მეტი ვინ იცხოვრებს. კი, შვილიშვილები და შვილთაშვილები მსტუმრობდნენ, არც დამიმალავს, იგიც ვუთხარი, არ აქვთ უფლება ბაბუასთან რომ მოვიდნენ-მეთქი?! გუშინ ბრმა ცოლისძმა მეწვია, რა ვქნა, გავაგდო გარეთ და არ მივცე თავისი დის ნახვის უფლება? მერე მომივიდა წერილი, რომ მომიხსნეს დახმარება.~
ეთერ გობრონიძე, სულიკო გობრონიძის მეუღლე, 81 წლის: _ სამი შვილი გავზარდეთ. უმცროსი ვაჟი მერაბი 15 წლის წინათ გარდაიცვალა. გოგო მერიაშია გათხოვილი. მეორე ვაჟი ოც წელზე მეტია, ცალკე ოჯახში ცხოვრობს. ის ბიჭი იმ დღეს ჭიშკართან შემხვდა, ეზოდან გამომავალი თვალში არ მიჩანს კარგად, მარა მივხვდი, სტუმარი იყო. სოციალური აგენტი ყოფილა, მივესალმე, სტუმრობის მიზეზი ვკითხე და სახლისკენ შევიპატიჟე. მადლობა მითხრა, თქვენს მეუღლესთან გავარკვიე უკვე ყველაფერიო. ასე გაურკვევია. შვილიშვილებს ხომ არ ავუკრძალავ მოსვლას. ამისთანა არაფერი გამიგია. რევაზ გობრონიძე: _ ვაპირებ პროკურატურაში სარჩელის შეტანას. სოციალურმა აგენტმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ლოიალურად, ზერელედ. მის მიერ შედგენილი მცდარ საბუთს მოჰყვა ამ ორი ადამიანისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა. მთელმა სოფელმა იცის, რომ ოც წელზე მეტია, ეს ორი პიროვნება წარმოადგენენ ცალკე კომლს, არიან 80 წელს გადაცილებულები, ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებულები. ცხოვრობენ ფაქტიურად მიწურში, არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი. არ აქვთ არც მაცივარი, არც საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა ინვენტარი. არ ჰყავთ ფრინველი და პირუტყვი. მასთან ახლოს, ცალკე ეზოში ცხოვრობს შვილიშვილი, რომელსაც ბაბუასთან მტრული დამოკიდებულება აქვს. სახლი რომ აქვს, ამაში სულიკოსაც მიუძღვის წვლილი, მაგრამ ეზოშიც არ უშვებენ.ხანდახან სოფელ მერიიდან ამოდიან გათხოვილი ქალიშვილის შვილები, რომელთა ოჯახიც სოციალურად დაუცველია. თვით სულიკო არის წერა-კითხვის უცოდინარი, ხელის მოწერის მეტი არაფერი იცის, 85 წელს მიტანებულია, გაფანტული გონებით, რომელი წელია და რომელი საუკუნეას, ვერ გეტყვის წესიერად. გულუბრყვილო კაცია. ყოფილმა პოლიციელმა აბესალომ მგელაძემ ლიბერთი ბანკში~ მიიყვანა ხუთი თვის პენსია გამოატანინა, გამოართვა და დღემდე არ დაუბრუნებია.ასეთი ადამიანისთვის აგენტს უნდა აეხსნა, რისთვის ამოწმებდა. Mმან კი მხოლოდ ის ფაქტი დაადგინა, რომ ოჯახში შვილიშვილი იყო მისული.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 900-მდე კომლია ლიხაურში და ამაზე ღატაკი არ არსებობს.
ამ საკითხზე პირადად ვიყავი მისული სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან მარიკა თავართქილაძესთან. ვთხოვე, გამომყოლოდა და შეემოწმებინა ჩემი ნათქვამის სისწორე. ჩემი მანქანით მივიყვანდი ადგილზე, სულ ოც წუთს დაკარგავდა. ასე მითხრა, საკმარისი საბუთები მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ აგენტის მასალა უტყუარად მივიჩნიოო.როცა სულიკოს და მის მეუღლეს ეს დახმარება აღუდგებათ, ვაპირებ, სარჩელი აღვძრა სოციალურ აგენტზე და მოვითხოვო დაზარალებულთათვის იმ თანხის გადახდა, რა თანხაც დააკლდათ მათ სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო.