„არწივები“ პირველი ლიგისკენ ილტვიან' „არწივები“ პირველი ლიგისკენ ილტვიან' წლევანდელ სეზონი განსაკუთრებით კარგად ჩაატარა ოზურგეთის სარაგბო კლუბმა „არწივებმა“, მათ დასავლეთის ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს, ქულათა მაქსიმუმით გახდნენ ჩემპიონები და პირველ ლიგაში გადასასვლელ მატჩებში თამაშის უფლება მოიპოვეს.<br />თავდაპირველად ისინი აღმოსავლეთის ჯგუფში გამარჯვებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს „ივერია-არმიას“ დაუპირისპირდნენ. ეს კლუბი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ძლიერია, სადაც ძირითადად მოწვეული ლეგიონერები თამაშობენ და მათი მიზანია, ერთი წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ. თბილისში, ხელოვნურსაფარიან მინდორზე ოზურგეთლებს გაუჭირდათ თამაში და დამარცხდნენ, მაგრამ ოზურგეთში, ზვანის სტადიონზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ ერთი ქულით 13:14 დათმეს შეხვედრა.ამის შემდეგ „არწივების“ მეტოქე თბილისის სტუ გახდა, რომელმაც პირველ ლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ორ მატჩში უნდა გაარკვიონ ვინ ითამაშებს ახალ სეზონში პირველ ლიგაში.30 მაისს პირველი შეხვედრა ოზურგეთში შედგა. ოზურგეთლებს გამკლავება მოუწიათ არა მარტო სტუ-ს გუნდთან, არამედ მსაჯებთანაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი არაობიექტურად იქცეოდნენ. ოზურგთლებს არ ჩაუთვალეს გატანილი ლელო, საჯარიმო დარტყმა. საბოლოოდ „არწივებმა“ მაინც მოიგეს შეხვედრა 17:11. მათ განმეორებითი შეხვედრის ჩატარება თბილისში მოუწევთ, სადაც თუ მსაჯებმა კვლავ არაობიექტურად იმსაჯეს, „არწივების“ შემდგომ წინსვლა შესაძლოა შეაფერხონ.<br />ნამდვილად მადლობა ეკუთვნის ოზურგეთის გუნდის ხელმძრვანელს თ. კალანდაძეს, რომელმაც დიდი შრომა ჩადო გუნდში და შედეგსაც იმკის. გუნდს გვერდით უდგას კლუბ „არწივების“პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე, რომელიც მიუხედავად ასაკისა, გუნდს თამაშითაც ეხმარება. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში.ზვიად უნგიაძემ გაზეთ „ალიონთან“ კლუბის წარმატებებთან ერთად პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყველა კლუბი ლეგიონერებითაა გაძლიერებული. „არწივებს“ კი ფინანსები არ აქვთ ლეგიონერების კლუბში მოსაწვევად. ასევე საჭიროა გამორჩეული რაგბისტებისთვის ხელფასის მომატება.ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს „არწივებს“-გვითხრა მან. სრული მხარდაჭერა გვაქს ქ. ოზურგეთის მერ ბეგი სიორიძიდან. მან გუნდის სპონსორებს შორის პირველი მარაბ ვასაძე დაასახელა. შპს „ვასაძის პური“ 7 წელია გვერდით უდგას „არწივებს.“ უნგიაძემ ასევე მადლიერებით მოიხსენია ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე, რომელმაც კლუბს ჩემპიონატის მსვლელობაში ფინანსური დახმარება გაუწია.