გია სალუქვაძე: გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ გია სალუქვაძე: გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ ბატონო გია, მოგესალმებით! სამი კვირაა, რაც გურიის გუბერნატორი გახდით. ჩემი აზრით, უკვე შეიძლება შთაბეჭდილებებზე საუბარი: რას ელოდით და რა დაგხვდათ გურიაში? გურია რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველასგან და ყველაფრისგან რატომღაც მიტოვებული აღმოჩნდა, ეს ჩემთვის ცნობილი იყო იმდენად, რამდენადაც წარმოშობით აქაური ვარ, აქ მაქვს ძირი, სახლიც, აქ მყავს ნათესავები და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი, მაგრამ ყოველივე ამას, შეიძლება ითქვას, სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურია თავის დროზე მაღალგანვითარებული მხარე იყო, რასაც ძირითადად განაპირობებდა მეჩაიეობის დარგი. ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებთან ერთად, აქ წარმატებით მუშაობდა აბრეშუმის ძაფსახ-ვევ-საგრეხი ფაბრიკა, სამთო ქიმიის, საკონსერვო, ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებელი და სხვა ქარხნები, რომელთა უმეტესობა დღეს, სამწუხაროდ, იავარქმნილია. სხვათაშორის, გუშინ დავიწყეთ ამ ობიექტების ფოტოგრაფირება, 100-მდე სურათი გადავიღეთ უკვე. მათი შეძენის შემდეგ კერძო მესაკუთრეებს არანაირი ვალდებულებები არ აქვთ შესრულებული. ახლა ვადგენთ ვისია, რა პირობებით იყო გასხვისებული. ვერც ერთ რეგიონში ვერც ერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ვერ განვითარდება, თუ ზუსტად არ გვეცოდინება ვითარება.ამ სამ კვირაში რაც მოვასწარი, დავათვალიერე ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ნაპირსამაგრი მშენებლობები, ასევე დავათვალიერე ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის სამუშაოები. გრანდიოზული დასაწყისია, თუმცა გასაკეთებელი უამრავია. როგორც იცით, 17 მაისს ჩვენთან, მცირე სამთავრობო ჯგუფის თანხლებით, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩამობრძან-ებული, საუბარი გვქონდა გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაზე, ასევე ჩატარდა თათბირი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, სადაც დაისვა მყისიერად გადასაწყვეტი უამრავი საკითხი. უნდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრებზე დასახული ყველა დავალება უკვე შესრულების სტადიაშია. გურიაში ადამიანური რესურსი საკმაოდ მაღალკვალიფიციურია და შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტის განხორციელება. ჩვენი ინიციატივით, ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ ამ პროექტების ამ გზით განხორციელების საკითხს, რათა შევუმსუბუქოთ სოციალური ყოფა ჩვენს მოსახლეობას. ყველაზე დიდი მტერი და გამოწვევა, რაც აქვს საქართველოს ყველა რეგიონს, ეს უმუშევრობა და სიღატაკეა და უპირველესად ამას უნდა ვებრძოლოთ. საქართველოში რატომღაც ასეა მიღებული: ახალ თანამდებობაზე ახალ თანამდებობის პირს თავისი გუნდი მოჰყავს. ხომ არ აპირებთ ძირეულ საკადრო ცვლილებებს სამხარეო ადმინისტრაციაში?როდესაც დავინიშნე გუბერნატორად, როგორც გუბერნიაში, ისე მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარებული იყო ტესტირებები და გასაუბრებები. ეს ადამიანები დანიშნულები არიან შესაბამის თანამდებობებზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არ გამოვრიცხავ საკადრო საკითხებს გუბერნიის ადმინისტრაციაში. ალბათ, მოგვიწევს გამომშვიდობება იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არიან ატესტაციის შედეგად, მაგრამ ვერ ქმნიან ხელფასის ეკვივალენტურ პროდუქტს. ვეცნობი მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, საქმიანობას, გადაწყვეტილებები, ალბათ, მოგვიანებით იქნება მიღებული.რაც შეეხება მუნიციპალიტეტების კადრებს, მათზე ჩემი უფლებამოსილება არ ვრცელდება, მუნიციპალიტეტები თვითმმართველი ერთეულებია და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ასევე ვეცნობი მათ საქმიანობას და თუ მექნება ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნები, აუცილებლად განვაცხადებ. ბატონო გია, რამდენიმე წუთის წინ თქვენ გურიის განვითარების პერსპექტიული გეგმა ახსენეთ, რომელიც, რამდენადაც ვიცი, თქვენს გუბერნატორად მოსვლამდეც და ხელისუფლების შეცვლამდეც არსებობდა. ხომ არ აპირებთ მასში რაიმე ცვლილებების შეტანას, ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე, თუნდაც კონცეფციის დონეზე? საფუძვლიანად გავეცანი ამ გეგმას, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. ჩემი მოსაზრებაა, რომ დროსა და სივრცეში ეს ყველაფერი იცვლება. მაგალითად, პრემიერის სტუმრობის პერიოდში საბოლოოდ გადაწყდა ჩაის, როგორც ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, წარმოების წინ წამოწევის საკითხი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძალიან აქტიურად დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, ჩვენც ჩართულები ვართ, ამ ეტაპზე კონცეფციის შემუშავება ხდება. ერთი მასშტაბით უნდა იყოს განხილული როგორც სახელმწიფო, ისე ფერმერთა საკუთრებაში არსებული სავარგულები. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც დააპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადებას. აქ, მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამებიც არის ჩართული. ამ ეტაპზე ხომ არ ჩანს კონკრეტულად ვინმე ინვესტორი? ინვესტორები მოდიან, ინვესტორებს სურთ, მაგრამ მე აქ სხვა პრობლემას ვხედავ: არ არის აღწერილი და აღრიცხული ფართობები, არ არის ჩატარებული არანაირი ინვენტარიზაცია. ეს მიწის ნაკვეთები დღემდე დაურეგისტრირებელი აქვთ თვითონ ფერმერებსაც, ზოგიერთი მიწის ფართობი გაყიდული არის კერძო მესაკუთრეებზე ისე, რომ არ გაითვალისწინეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა მეურნეობებში. დაიჩაგრა მოსახლეობა. ამის გამო არის დავა და ნაკვეთებში შეჭრის ფაქტები. ყოველივე ამას ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოვაგვარებთ.
როცა ინვესტორი მოდის, ჩვენ მას მზა პაკეტი უნდა დავახვედროთ, ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ანასეულის ლაბორატორია. ინვესტორს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ნიადაგის შედგენილობაზეც, ვინაიდან კულტურა, რომელზეც მან უნდა განავითაროს თავისი ინვესტიცია, მოითხოვს ამას. ნიადაგის ცოდნას, მის დღევანდელ მდგომარეობას. არც ამ მხრივ არის სახარბიელო მდგომარეობა. ჩვენი ინფორმაციით, გურიაში არც ერთწლიანი კულტურების ნიადაგებია უკეთეს დღეში.
_ დიახ, სავალალო მდგომარეობაა, მაქვს უკვე დასკვნა ლანჩხუთში, აბაშის მიმდებარე ტერიტორიების მიწებზე, იქ თიხნარია 30 სმ სიღრმეზე. იმის გამო, რომ საირიგაციო სისტემები არ მუშაობდა, ფაქტობრივად დაჭაობებაა დაწყებული და მის აღდგენას, სავარგულად ქცევას საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული საირიგაციო ღონისძიებებით ეს პრობლემა ნელ-ნელა წყდება და დიდი შანსი გვაქვს, რომ ამ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ერთწლიანი, არამედ მრავალწლიანი კულტურების განვითარებაზე ვიზრუნოთ.ბარემ აქვე გეტყვით, ძალიან დიდი მოთხოვნაა ისეთ მრავალწლიან კულტურებზე, როგორიცაა კაკალი და წაბლი. გვაქვს ამაზე უკვე კვლევები ჩატარებული, უფრო სწორად, დამხვდა მე ეს კვლევები ჩატარებული. მოცვის თემა საკმაოდ მოცულობითია, უკვე გა-შენებულია პლანტაციები. თხილი გურიისათვის სტრატეგიული კულტურაა და ალბათ იცით, რომ საქართველო მესამე ადგილზეა თხილის ექსპორტით, თურქეთისა და იტალიის შემდეგ. სამწუხაროდ, აქაც იჩინა თავი პრობლემამ, დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაბლობ ადგილებში გავრცელდა დაავადება, სურსათის უვნებლობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, ოპერატიულად მივიღეთ გადაწყვეტილება, დროულად იქნეს ჩატარებული შეწამვლითი ღონისძიებები, რათა ეს დაავადება არ გავრცელდეს სხვა ზონებშიც. მოგეხსენებათ, რა ზარალი მიაყენა ამერიკულმა პეპელამ გურიას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.ასე რომ, არსებულ პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოხდეს სამთო კურორტების _ ბახმაროსა და გომისმთის ჩვენს შავიზღვისპირეთის კურორტებთან დაკავშირება. ეს დიდი ხნის ნანატრი გეგმა იყო, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშიც არსებობდა. Yყოველივე ეს გურიას გადააქცევს სოფლის მეურნეობის მწარმოებელ და ტურიზმის მხარედ. ჩოხატაურზე მინდა გკითხოთ, ლანჩხუთისა და ოზურგეთისგან განსხვავებით, აქ ჩაის წარმოება, ალბათ, პრიორიტეტული ვერ უნდა იყოს. რა კულტურები იქნება აქ უფრო რენტაბელური? ჩოხატაური განსაკუთრებით საინტერესოა, კერძოდ, კურორტების ნაბეღლავისა და ბახმაროს განვითარების თვალსაზრისით, ხე-ტყით, ტრადიციული კულტურებით, მეფუტკრეობით. გაეცანით, ალბათ, პატრიარქის ბოლო მიმართვას მეფუტკრეობასთან დაკავშირებით. ქართული ფუტკარი განსაკუთრებული ენდემური ჯიშია. ქართული თაფლისა და თაფლოვანი პროდუქტების წარმოებასა და ევროპაში გატანას კი პრობლემას უქმნის ნაგავსაყრელები, რომლებიც სტიქიურად არის წარმოშობილი, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემები. აუცილებელია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაშიც ძალიან გვეხმარება მყარი ნარჩენების სააგენტო და გარემოს დაცვა. ვაპირებთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ მეფუტკრე ფერმერებს როგორც მატერიალურად, ბიზნესის განვი-თარებისთვის არსებული პროექტებითა და პროგრამებით, ასევე იმის ახსნით, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მეფუტკრეობის სწორად წარ-მართვამ. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, არის ასეთი პიროვნება, ნიკო მარის შთამომავალი, გვარად კეკელიძე, რუსეთის მთავარი ფსიქიატრი გახლავთ. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, ამ დღეებში ჩამობრძანდება ჩოხატაურში, სადაც აქვს საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი და ფიქრობს მეაბრეშუმეობის აღორძინებას. ჩვენთვის ესეც ტრადიციული, საკმაოდ მაღალგანვითარებული დარგი გახლდათ. გუშინ დავათვალიერე ის ტერიტორია, სადაც ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა ფუნქციონირებდა, ნაომარს ჰგავს იქაურობა, ყველაფერი გაპარტახებულია. აი, ჩოხატაურში კი გადარჩენილია ერთი საწარმო, რა თქმა უნდა, გადაიარაღება სჭირდება და კარგი იქნება თუ მიებება კეკელიძის საინვესტიციო საქმიანობას. შემდგომში კი შეიძლება ვიფიქროთ მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენაზე ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც. \ოზურგეთი გურიაში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქია. დღეს აქ, თუ არ ვცდები, 17-მდე სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ ე. წ. პოზიცია-ოპოზიციას `ომობანას~ თამაშში ამ მშენებლობებს მოწინააღმეგეებიც ჰყავს. კი, თქვენ უკვე შეაფასეთ გაწეული სამუშაოები, მაგრამ ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა გურულების თვითმმართველი ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის? პირველი, რაც უკვე ქალაქის საკრებულოს მომავალ სხდომაზე გავა, ეს იქნება სასტუმრო გურიის~ სრული რეაბილიტაციის საკითხი. ქალაქში ფაქტობრივად არ გვაქვს სტუმრის დასაბინავებელი, თუ არ ჩავთვლით თამარიონის~ ტერიტორიაზე ჯერ გაუხსნელ და რამდენიმე კერძო სასტუმროს. უახლოეს პერიოდში დაიწყება დაპროექტება კინოთეატრისა. დავათვალიერე და მინდა გითხრათ, რომ შოკში ვარ იმის გამო, რაც ვნახე. ერთ-ერთი ულამაზესი, და კარგად გამოსაყენებელი უზარმაზარი შენობა-დაწესებულება დაღუპვის პირასაა. აქვე იყო უნიკალური ამფითეატრი. კულტურის სამინისტროსთან ფაქტობრივად უკვე შეთანხმებული ვართ და მოხდება მათი სრული აღდგენა. აქ ვაპირებთ არა მარტო კინოთეატრის ამოქმედებას, არამედ ახალგაზრდული ცენტრის შექმნას.U ასევე ვფიქრობთ, დავიწყოთ მოლაპარაკება ისეთი ბრენდის შემოტანაზე, როგორიც არის მაკდონალდსი~ და ვენდი~, შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს შესაფერისი გასართობი გარემო. სრულად გვინდა მოვაწესრიგოთ სიტუაცია ქალაქის პარკებსა და სკვერებში. სარეაბილიტაციო თეატრის გვერდით მდებარე პარკი. რაც შეეხება ე. წ. ჭადრების ბაღს~, აქ სარკოფაგივით ჩანს ყოფილ შადრევანზე მიყრილი მიწა. არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს აზრად. რა თქმა უნდა, იმას გავწმენდთ და ვნახავთ შეიძლება თუ არა იქ ფუნქციონირებდეს შადრევანი, თუ არ შეიძლება, მაშინ სხვანაირად მოვაწყობთ. აუცილებელია ტროტუარების განახლებაც.
რაც ყველაზე მთავარია, დადებითად წყდება თეატრის სრული რეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება ამ საქმეს, რასაც მუნიციპა-ლიტეტი ვერ შეძლებს, ცენტრალური ხელისუფლება გვპირდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, პროექტი უკვე მზად არის.
ასევე იგეგმება ამ შენობის, სადაც ახლა ვიმყოფებით, რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ოზურგეთი თვითმმარ-თველი ქალაქი გახდა, მას აქვს თავისი მერია და საკრებულო. ამ შენობაში შეუძლებელია ერთობლივად რამდენიმე სტრუქტურის მოხელეთა განთავსება, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელ ოზურგეთში, ყოფილი ადმინისტრაციის შენობაში გადავა თვითმმართველ თემთა მუნიციპალიტეტი, ამ არაჩვეულებრივი შენობის რეაბილიტაციიის შემდეგ.
ჯერჯერობით სრულად არ გვაქვს დასრულებული მუნიციპალური ტრანსპორტის თემა. მთლიანად გურიას დაახლოებით 50 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ექნება თავისი პანდუსი, ასევე საბარგული უკანა მხარეს. დღეს დავავალე გამგებლებს, რომ მარშრუტები და რაოდენობა იყოს დათვლილი. იქნება ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, ფუნქციონირებას დაიწყებს ავტოსატრანსპორტო გაერთიანება. ამასთან, ოზურგეთში, ავტოსადგურთან უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოხდება 16-მდე გზის რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, თითქმის შეცვლილია წყლის სისტემა და უახლოს პერიოდში ქალაქი სრული დატვირთვით მიიღებს სასმელ წყალს. ასევე გვაქვს სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს სასმელი წყლით ანასეულის მომარაგების საკითხი. მიმდინარეობს მოლაპარაკება წყლის კომპანიასთან და მსოფლიო ბანკთან. სათავე ნაგებობა უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს ლიხაურისა და ანასეულის მიმართულებით წყალსადენი მილების გამხოლოება.გარდა ამისა, დამუშავების ფაზაშია უამრავი სხვა პროექტი და ჯერჯერობით მათზე საუბარი ნაადრევი იქნება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. გეტყვით მხოლოდ ერთს, 20 ივნისს მზად იქნება გრიგოლეთიდან ჩოლოქამდე განაშენიანების პროექტი. დაახლოებით 60-მილიონიანი პროექტია და მოხდება წყლისა და კანალიზაციის სრული რეაბილიტაცია, უკვე დავიწყეთ საუბარი ოზურგეთის კანალიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, საკმად ძვირად ღირებულია, თუმცა აუცილებელია გამწმენდი ნაგებობა, ვინაიდან ფეკალიები პირდაპირ ჩადის მდინარეებში, რაც საბოლოოდ აბინძურებს როგორც მდინარეს, ისე შავ ზღვას. შარშან მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობაზე, ხომ არ გაქვთ ახალი ინფორმაცია ამ თემაზეც დიახ, სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა ბატონი ზვიადის მიერ გაჟღერებული თემაა. მოგეხსენებათ, ამას ხელისუფლება თვითონ ვერ განახორციელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინვესტორის სურვილი, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. მსუბუქი მრეწველობის განვითარება, _ ეს დასაქმების პერსპექტივაა, ნებისმიერ ინვესტორთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ინვესტორს, რათა არსებული ნაგებობები, თუნდაც უფასოდ, გადავცეთ იმისათვის, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რაიმე სახის საწარმო გაიხსნას.
K_ ბატონო გია, გურიაში ლანჩხუთი ყოველთვის გამოირჩეოდა პო-ლიტიკური აქტივობით. თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, აქ პოლიტიკური ტემპერატურა დღესაც მაღალია _ დაპირისპირებაა მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესა და მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილ მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს შორის. სოციალურ ქსელში ოპოზიცია გამგებლის მფარველობაში გდებთ ბრალს. რა ხდება ლანჩხუთში, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ მოდით, ასე ვთქვათ, მე ვერ ვმფარველობ და არ ვმფარველობ არავის, ვინაიდან ეს პირები ჩემს გუბერნატორად დანიშვნამდე იყვნენ არჩეულები. როცა ჩამოვედი, მაშინ გავიცანი ისინი. რაც შეეხება გამგებლის მოადგილის განთავისუფლების საკითხს, მე სამართლებრივად ეს გავიარე. არჩეულ მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი მოადგილე და სამსახურის ხელმძღვანელები, კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლია დანიშნოს და გაათავისუფლოს ერთპიროვნულად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია, რატომ გაათავისუფლა, არა მგონია იყოს პოლიტიკური, როგორც აღნიშნავენ. ამ გადაწყვეტილებაში მე ვერ ჩავერევი, ვერც ახლა, ვერც მომავალში, როგორც გათავისუფლებაში, ისე დანიშვნაში. ვისაც ჩათვლის საჭიროდ, ვისთან ერთადაც უნდა იმუშაოს თავის გუნდთან ერთად, იმას დატოვებს. მე გათავისუფლებულ პიროვნებას არ ვიცნობ, არც მის შესახებ ვიცი რამე. როცა გამგებელს შევეკითხე, რა მოტივით იხელმძღვანელა, როცა გაათავისუფლა, მიპასუხა: მოტივაცია ჩემი იყო ის, რომ ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებდა. სამართლებრივად მას ამის უფლება ჰქონდა და ისე მოიქცა, როგორც გადაწყვიტა.
_ და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ: დოკუმენტური ფილმი, რომელიც თქვენ და თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, ევროპამ ნახა. მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, სად შემიძლია ამ ფილმის ნახვა?
_ ეს ფილმი მომზადდა 2014 წლის დეკემბერში. მე, ჩემს ჯგუფთან, ერთად გახლდით ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სადაც მოვახდინეთ მისი ინგლისურენოვანი ვარიანტის დემონსტრირება, ჩავატარეთ პრესკონფერენციები, გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან, ცალკეულ დეპუტატებთან. ამ ფილმის წარდგებას ასევე ვფიქრობდით საფრანგეთში, სენატში, ასევე ბუნდესტაგში, ბერლინში და სტრაბურგში, ევროსაბჭოს დარბაზში. მას, ალბათ, ჩემი მეგობრები შემდეგ განახორციელებენ უჩემოდ, რადგან მე აღარ ვარ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ეს ფილმი ვაჩვენეთ დასავლეთ საქართველოში _ აჭარაში, ფოთში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, ასევე გახლდით კახეთში.
თუ ჩემი ყოფილი ორგანიზაციის მესვეურები გადაწყვეტენ, რომ საჭიროა ამ ფილმის წამოღება გურიაში, მე ამაში ვერ მივიღებ მონაწილეობას, ეს მათი გადასაწყვეტია,
რაც შეეხება იმას, სად ვნახოთ: იუთუბიზე რომ შეხვალთ, აკრიბეთ ქართული ტექსტი `სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი~, პირველი, რაც ამოვარდება, ეს ამოვარდება. ეს არის 16-წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ასე ვთქვათ, თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟი მოყვა ამ ფილმის ჩვენებას. ფილმში გამოყენებული ყველა მასალა აღებულია მედიასაშუალებებიდან, ანუ იქ არ არის რაიმე სახის ფარულად გადაღებული კადრები. ჩვენი ფილმის კონსტრუქცია ისეა გაკეთებული, რომ როცა ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობდით, მათ ვეუბნებოდით, აი, 2005 წლის ქმედებაა და თქვენი შეფასებაა, სახელმწიფო დეპარტამენტის, ქეთრინ ეშტონის, ჰამელბერგის და სხვების. ვეუბნებოდით, რომ თქვენ ამ მოვლენებს ასე აფასებდით. ფილმში ასახული პირები კი ამჟამად არიან პასუხისგებაში მიცემული. სად არის პოლიტიკური მდგენელი, თუ მაშინ ამას ამბობდით, ახლა რატომ იცვლით, ასე ვთქვათ, აზრს?! ეს არის ერთგვარი დოკუმენტური სარჩევი იმისათვის, რომ ადამიანს ვუთხრათ, რა ხდებოდა, რა შეფასებები იყო, რა შედეგი დადგა. ვეკითხებოდი საზოგადოებას, სადაც შევხვდებოდი და ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში: თუ შეიძლებოდა `რუსთავი-2-ს~, პირველ არხს, `მაესტროს~ ეს დოკუმენტური მასალა გაეშვა პირდაპირ ეთერში, დღისით, მზისით და თუ ამის კოლაჟზეა ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება ეს ნახოს საზოგადოებამ?
საუბედუროდ, რა ხდება იცით? ჩვენ ეს ჩავიდინეთ, ეს გავაკეთეთ და თქვენ ამას ნუ აჩვენებთო. ეს ხომ პარადოქსია. მე პირადად ციხეში გახლდით, როგორც პოლიტპატიმარი, გავთავისუფლდი და რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ საზოგადოებისთვის იმ დოკუმენტური მასალის ჩვენება, რაც რეალურად ხდებოდა.
ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვახსენებდით, რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ეს იყო მათი `გაბრაზების~ მიზეზი.
_ ბატონო გია, რადგან პოლიტპატიმრები ახსენეთ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენს რედაქციას ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის ჯგუფთან, რომლის მოთხოვნაა ყოფილი კრიმინალური ხელისუფლების მიერ დაგეშილი პროკურატურისა და პოლიციის ის ჩინოსნები, რომლებიც ახორციელებდნენ მათ სამართლებრივ დევნას, დღესაც წარმოდგენილი არიან, როგორც სამართალდამცავები, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ერთ-ერთი მოთხოვნა დღევანდელ ხელისუფლებაში ნაციონალების მაღალი თანამდებობებიდან ჩამოშორებასაც ეხება.
_ კი ბატონო, მოგცემთ კომენტარს. მე გახლავართ იურისტი. ადამიანი, პირთა ჯგუფი, ძალადობაზე მყოფი ადრე თუ ამჟამად, ვისაც აქვს ჩადენილი დანაშაული, ყველა უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული. ყველას საქმე უნდა იქნას გამოძიებული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროკურატურაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დაადგენს წინა პერიოდში ჩადენილ ქმედებებს და ხარვეზებს და გადაიდგმება ნაბიჯები სამართლებრივი აღდგენის კუთხით. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს იმ ქმედებების ჩამდენი, წინა თუ მოქმედი ხელისუფლების თანამდებობის პირი, მოხელე თუ უბრალო ადამიანი, ყველა უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში, თორემ ხელს შევუწყობთ იმას, რომ კვლავ განმეორდეს მსგავსი ქმედება.
სხვათა შორის, მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის არ ხდებოდა ჩვენი ფილმის დემონსტრირება, ის დღევანდელ ხელისუფლებასაც უჩვენებს, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას მხოლოდ არჩევნების დროს კი არ გასცემს პასუხს, არამედ ყოველთვის ადეკვატური იქნება.
პოლიტპატიმრებისა და ზოგადად რეპრესირებული ადამიანების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია, მეც მათ ვუერთდები.
ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის იმ საკანში, რომელშიც მე გახლდით, პასუხისგებაშია მიცემული ახალაია, იძებნება ყოფილი პრეზიდენტი, ციხეშია უგულავა და გამამტყუნებელი განაჩენია ამ პირებზე, სამართლიანობის აღდგენაა პირადად ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ ჩემთვის და ზოგადად ქონებაწართმეულებისთვის, ვისაც ციხეში გვიკრეს თავი, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ დაგვიბრუნონ ქონება. მე სხვანაირად ვუდგები ამ საკითხს, ის პოლიციელი, ჯიბის ჩამოხევა რომ დამაბრალა და ოთხი წელიწადი მომისაჯეს, რასაკვირველია, უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა ის პროკურორიც არ უნდა იყოს პროკურორი, მოსამართლის მანტია აღარ უნდა ჰქონდეს მოსხმული ზვიად ესებუას, რომელმაც ოთხი წელი მომისაჯა, როდესაც 170 მოწმე ამბობდა, რომ სახლიდან გამიტაცეს ნიღბიანებმა და მხოლოდ ერთი პოლიციელი მადებდა ხელს, ჯიბე ჩამომახიაო.
მე შეტანილი მაქვს ამ ახალ უწყებაში განცხადება, დაწყებულია გამოძიება და მერე ვნახოთ ნელ-ნელა, რა იქნება და როგორ იქნება. საერთოდ, მაქვს იმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ როგორც გურიაში, ისე მთლიანად საქართველოში ყველაფერს ობიექტურად მიეცემა თავისი მიმართულება