კვირას, საღამოს 7 საათზე, ფოე-ფოეში შერმადინ-ბესო მიქელთაძის ლექსების საღამო მოეწყო. კვირას, საღამოს 7 საათზე, ფოე-ფოეში შერმადინ-ბესო მიქელთაძის ლექსების საღამო მოეწყო. კვირას, საღამოს 7 საათზე, ფოე-ფოეში შერმადინ-ბესო მიქელთაძის ლექსების საღამო მოეწყო. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, წიგნის ავტორმა „არჩევნების ანატომია“ (ასევე, ქალაქის განვითარების გეგმა ელექტრონული მმართველობის დანერგვის თაობაზე) ლექსების წერა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიწყო, მისი შემოქმედების ძირითადი თემატიკა ქალია. ლექსები ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემთვის ლექსი ყველაფერია, ისინი თავისთავად მოდიან. - აცხადებს შერმადინ-ბესო მიქელთაძე. საღამოს ია იაშვილი უძღვებოდა და მას პოეტის უახლოესი მეგობრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ლექსების საღამო სასკოლო ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასმა „მარჯანიშვილელებმა“ გაალამაზა. p.s. ლექსების საღამო ავტორის გარეშე ჩატარდა. შერმადინ -ბესო მიქელთაძე, რომელიც ერთი კვირის წინ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში (ვეტერანთა შორის) მესამე ადგილი აიღო, ამჟამად სხვა რამდენიმე სპორტსმენთან ერთად ვენაში იმყოფება დედოფალ მარია ტერეზას სპეციალური მოწვევით. ეხლახანს შევარცხვინე მთელი საქართველო, ისიც უცხოეთში! - აცხადებს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძე.უნგრეთში ევროპის პირველობაზე ძიუდოში მასტერსის (ვეტერანების) ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატზე 1200 მონაწილეს შორის ქუთაისელმა ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძემ მესამე ადგილი აიღო ასზე მეტ კილოგრამ კატეგორიაში. (პირველი და მეორე ადგილი საფრანგეთს და გერმანიას ხვდა წილად).-მეოთხე შეხვედრა ნახევარფინალში უნგრელთან მქონდა. ის უნგრელია და მე უპატრონო . ხოდა, მსაჯიც ყოველ მის ხელისმოკიდებაზე გაფრთხილებას მაძლევდა. ბოლო მესამე გაფრთხილებაზე სიცილი ამიტყდა. მსაჯს ვკითხე, ჯინა ლოლობრიჯიდა ხომ არაა ხელის მოკიდება რომ არ შეიძლებათქო. მთლად არააოო, მორცხვად მიპასუხა. მაგრამ შენთვის მისი ხელის მოკიდება აკრძალულიაო, ასე მიპასუხა. ასე ჩემო კარგებო, დავრჩი მესამე სამარცხვინო ადგილზე ევროპის პირველობაზე. არადა მხოლოდ ერთი ვმონაწილეობდი საქართველოდან ამ ტურნირზე და ოქრო გულით მინდოდა თქვენთვის. - აცხადებს ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძე.