ლელა ნაცვალაძე: „შენი ოპოზიცია ვარ პირადად და ამას ვამბობ ხმამაღლა“.

დამატებულია: 2015-06-03
picture1

ლელა ნაცვალაძე: „შენი ოპოზიცია ვარ პირადად და ამას ვამბობ ხმამაღლა“. ლელა ნაცვალაძე: „შენი ოპოზიცია ვარ პირადად და ამას ვამბობ ხმამაღლა“. ალიონი. _„დიდება უფალს, სხდომას 41 დეპუტატი ესწრება“-ამ სიტყვებით დაიწყო დღეს მორიგი საკრებულოს სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ. მისი სიხარული დეპუატების 95%-იანი დასწების გამო მალე სხვა ვითარებაში გადავიდა. სხდომაზე საკითხების განხილვის დაწყებამდე სიტყვა ქალთა გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ითხოვა:მინდა გამოვეხმაური დიმა კვერღელიძის მიერ წინა სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გენდერული ფრაქციის შექმნისა და ფულების გაფლანგვასთან დაკავშირებით ( ამ ფრაქციის შექმას საკრებულომ მოქმედი დებულებიდან გამომდინარე მხარი არ დაუჭირა). მინდა განვაცხადო, რომ ამ თემაზე თქვენთანაც მქონდა კონსულტაციები. ნებისმიერი ფრაქციის შექმნა, თუ ის შესაძლებელია, ბიუჯეტის ფლანგვა არ არის. ბატონო დიმა, მე მგონი პოლიტიკური ამნეზია დაგემართა და დაგავიწყდათ ვისზე საუბრობთ. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ორი თვის განმავლობაში „სეფაში“ ვიჯექი იმისთვის, რომ უკანონოდ მოქმედებდა გამგებელი და მისი გუნდი. გარდა ამისა, თქვენ თავმჯდომარეობას ვუჭერდი მხარს. მე ვარ ის, ადამიანი ოცწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, 12 წელი ოპოზიციაში, რომ ვიყავი. დღესაც შენი ოპოზიცია ვარ პირადად და ამას ვამბობ ხმამაღლა. გადახედეთ თქვენ პოლიტიკურ წარსულს სად იყავით იმ ხნის განმავლობაში და მერე ილაპარაკე ლელა ნაცვალაძეზე, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში თუ უმოღვაწია. მრცხვენია, რომ თქვენ გვერდით ვიდექი და ამისთვის ვიხდი ბოდიშს. ძალიან წამგებიან სიტუაციაში ხარ ამჯერად.“. ლელა ნაცვალაძის ამ წვავე განცხადებას დიმიტრი კვერღელიძემ რამდენიმე მოკლე რეპლიკა მოჰყვა: „შენ ყოველთვის შენ სასარგებლო თემებს ეძებ. შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი. შენ ეტყობა სიზმრებს ნახულობ და რატომ გესიზმრები მე არ ვიცი. ვითომ ჩემს გვერდით იდექი? შენგან განსხვავებით, რუსულ ძალასთან არ ვიდექი...„ამაზე სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა კვერღელიძეს და ეს არის თქვენი სისუსტე ბატონო დავით, _ მიმართა ნაცვალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს_ და თუ ასე გააგრძელეთ, ჩათვალეთ, რომ ლელა ნაცვალაძე იქნება თქვენი ოპოზიციაც. მე დავისაჯე ერთგულების გულისთვის... შენ (დიმას მიმნართა ამჯერად) იმიტომ ებრძვი ლელა ნაცვალაძეს, გათვლები გქონდა იმისა, რომ ლელა ნაცვალაძე შენ აგიბამდა მხარს, შენ იყავი დავით დარჩიას წინააღმდეგი. სიზმრები თუ მაქვს შენ, არ მესიზმრები ყოველ შემთხვევაში. ვინ არის დიმა კვერღელიძე მაინტერესებს და რატომ ლაპარაკობს უმრავლესობის სახელით?! მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ლელა ნაცვალაძე დიმა კვერღელიძეს უჩივლებს სასამართლოში ძალიან ბევრი ფაქტების გამო. შენს წარსულს გადახედე 2012 წლამდე სად იყავი. არჩევნებიდან ოცი დღით ადრე სად იყავი? ფაქტებს დაგიდებ დიმა კვერღელიძე სადაც იყავი და რასაც აკეთებდი. ზუსტად შენ ყვლეფდი ბიუჯეტის ფულებს და საგადასახადოში როცა მუშაობდი, შენ ახორციელებდი თავისუფალ მოქალაქეებზე ზეწოლას. შენ დათო დარჩიას გადაგდება გინდოდა და არ გამოგივიდა“... შენთვის უცხოა ეთიკას, მაგრამ მაინც გირჩევ_ ეთიკურად მოიქეცი_ მოუწოდა დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ამ ეტაპზე ინციდენტი ამით ამოიწურა....

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.