თემურ მარშანიშვილი მე-9 არხის ყოფილი რეპორტიორი ნოდარ სირაძე პოლიციელებმა ჯერ ქ. ოზურგეთში მოქმედ რესტორან თამარიონში~, ხოლო შემდეგ პოლიციის მთავარ სამმართველოში სასტიკად სცემეს, მეორე დღეს კი მას სასამართლოში 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმაც აკიდეს~, პოლიციის ამგვარი მოქმედების შედეგად, სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო კიდევ ხუთმა თუ ექვსმა ადამიანმა, მათ შორის ერთი მანდილოსანია. ყველაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ელდარ დობორჯგინიძე, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა დახრჩობას. გარდა ამისა, სასამართლოს გადაეცა ნოდარ სირაძის ბიძის, ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, ბექა თავდიშვილის საქმე, რომლის გამოქომაგებისთვისაც გადაურეს~ მე-9 არხის ყოფილ რეპორტიორს. ეს ინციდენტი მოხდა 24 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, რესტორან თამარიონში~, დაახლოებით 17 საათისთვის, როცა ნოდარ სირაძის დეიდაშვილის ქორწილის მეორე დღეს გაშლილი სუფრა ფაქტობრივად დამთავრებული იყო. ბექა თავდიშვილის ადვოკატის კახა ჩავლეიშვილის თქმით, როგორც მოწმეები და თვითმხილველები ამბობენ, პოლიციას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, დაეკავებინა ბექა თავდიშვილი და ნოდარ სირაძე. დაზარალებული ნოდარ სირაძე ადასტურებს, რომ პოლიციელებმა მას მართლაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სრულიად უსაფუძვლოდ ჩატენეს მანქანაში, დაადეს ხელბორკილები და მიიყვანეს პოლიციის მთავარ საამართველოში, სადაც განაგრძეს მისი ცემა:დეიდაშვილის ქორწილის მეორე დღე იყო. სუფრიდან ავიშალეთ. Gბიძაჩემი ნასვამი იყო და გარეთ გამოსვლისას გასაღები თავისი მეუღლის დეიდაშვილს გადასცა, თქვენ წადით და მე მოგვიანებით მოვალო. ამ საკითხზე მეუღლესთან წაკამათდა ცოტა, მაგრამ ისეთი ნამდვილად არაფერი მომხდარა, რომ პოლიცია ჩარეულიყო საქმეში. ამ დროს ეზოში კრიმინალური პოლიციის მანქანა შევამჩნიე, რომელშიც ოთხი პოლიციელი ისხდა. როგორც შემდეგ გავიგე, ესენი იყვნენ გურამ სალუქვაძე, გიგა ხაბულიანი, ლაშა შარაშიძე და პაატა გვარჯალაძე. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი გვითვალთვალებდნენ. ათი წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ადგილიც კი შეიცვალეს ეზოში, ხმაურზე ჩვენთან მოცვივდნენ. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ბიძაჩემს ეცნენ ასაყვანად. ბიძაჩემი არ დაემორჩილა, გამაგებინეთ, რა დავაშავეო. გურამ სალუქვაძე კი ემუქრებოდა, კაცი არ ვიყო თუ სამსახური არ დაგატოვებინოო. ყველა იქ მყოფმა გააპროტესტა პოლიციელების ეს ქმედება, არ ვასმევინებდით ბექას მანქანაში. პირადად მე ვთხოვე, აეხსნათ, რატომ მიჰყავდათ, სხვა არანაირი შეურაცხმყოფელი ან გამომწვევი სიტყვა არ დამცდენია. ჯერ მაგინეს, ვინ გეკითხებაო, მერე შენაც წაგათრევო, მეცნენ, ცემა დამიწყეს, ხელბორკილები დამადეს და, ბიძაჩემთან ერთად, ჩამტენეს მანქანაში. გინება, ცემა-ტყეპა და მუქარა არც მანქანაში დაუკლიათ და არც პოლიციის სამმართველოში, განსაკუთრებით აქტიურობდა გურამ სალუქვაძე. სერიოზული დაზიანებები მივიღე ზურგისა და თვალის არეში. სანამ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგვათავსებდნენ, ადვოკატი მოვითხოვეთ. არ გაქვთ მაგის უფლებაო, ტელეფონებიც ჩამოგვართვეს, რომ სადმე არ დაგვერეკა. მეორე დღეს დილით ხელი მოგვაწერინეს და დაახლოებით 12 საათისთვის მიგვიყვანეს სასამართლოში. მოსამართლემ, ისე, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო და სხვა არავინ დაუკითხავს, ადმინისტრაციული 300-ლარიანი ჯარიმა დამაკისრა, თავი დამნაშავედ არ მიცნია, არავისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და იმიტომ. პროცესი რომ დამთავრდა, დარბაზიდან გამოსულს, შარაშიძემ მითხრა, პროკურორი გიბარებსო. ერთად მივედით პროკურატურაში. პროკურორმა შარაშიძე ჩემთან საუბრის დაწყებამდე გარეთ გამოუშვა. როგორც მივხვდი, პოლიციის სამმართველოში, პირველ სართულზე რომ შემამოწმეს დაზიანებებზე, ის ცნობა ჰქონდა მიღებული. დამაკვირდა და მკითხა, სად მივიღე ეს დაზიანებები. მოვუყევი ყველაფერი. შენი გადასაწყვეტია, თუ აპირებ სარჩელის შეტანას, ბათუმში უნდა წავიდეთ ექსპერტიზაზეო. ნაცემ-ნაგვემი და ნანერვიულები, იმდენად მისავათებული ვიყავი, არა-მეთქი ვუთხარი. ახლა, როცა ყველაფერი გავაცნობიერე, მივხვდი რომ შევცდი. რატომ უნდა შერჩეს ასეთი რამ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის?!რაც შეეხება ბექა თავდიშვილს, მის წინააღმდეგ პოლიციის მიერ შეტანილი სარჩელი დღეს მეორედ უნდა განეხილა სასამართლოს და მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 10 ივნისის 14 საათისთვის გადაიდო.ადვოკატ კახა ჩავლეიშვილის თქმით, პოლიცის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კანონიერი მოთხოვნა, რომელსაც არ დაემორჩილა თავდიშვილი:ასევე არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან, რომელსაც არ დაემორჩილა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ბექა თავდიშვილი.შემდეგ, პოლიციის პატაკები, სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები წინააღმდეგობაში მოდის თვითმხილველთა განმარტებებთან, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ დაკავების ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან.პასუხისგებაში მიცემული პირების განმარტებით, ადგილი ჰქონდა მათთვის არასათანადო მოპყრობას.ამ დროისათვის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია ყველა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეომასალების საქმეში ჩართვაზე, ასევე რესტორან თამარიონის~ ეზოში მდგარი და პოლიციის სამმართველოს შენობაში დაყენებული სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით.მტკიცებულებითი ერთეულებიდან ამ საქმეში არსად არ იკვეთება ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნები.პოლიცია, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს უნდა იღებდეს. ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება კი სერიოზულ დაპირისპირებას იწვევს საზოგადოებასთან. სჯობს საკუთარი ხარვეზების აღმოფხვრაზე იზრუნოს პოლიციამ, ვიდრე იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც აჰკიდოს. ამ ამბავს ხომ 50-მდე ადამიანი უყურებდა. ცოლი ქმარს ეუბნებოდა, სახლში წამოდიო და ქმარი არ მიყვებოდა, _ ეს შეიძლება იყოს რაიმე დანაშაულის საფუძველი? ნამდვილად არ იყო ეს სასამართლომდე მისატანი საქმე~. ბექა თავდიშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა, როგორც უკვე ვთქვით, ჩანიშნულია 10 ივნისის 14 საათისთვის.