ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის მეთოდებს და ტემპს უწუნებენ

დამატებულია: 2015-06-08
picture1

ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის მეთოდებს და ტემპს უწუნებენ ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის მეთოდებს და ტემპს უწუნებენ გარდა გათავისუფლებებისა, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი გაკეთებულა 21 მაისს ,,სახალხო კრებამ“ ქ. ბათუმში ერას მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი მოაწყო. 22–ში ღამით აქციის დარბევა დაიწყო. დაიჭირეს აქტივისტები: გოჩა მუხაშავრია, დავით ფარტენაძე, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა გამარჯობაძე, ანზორ სოლომონიძე, დიმიტრი ჭეიშვილი და ოზურგეთელი ვახტანგ სიორიძე.ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 85 მსჯავრდებული პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა. მათ შორის იყვნენ ბათუმის აქციის მონაწილეებიც. პილიტპატიმრის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა ოზურგეთელი ვახტანგ სიორიძისათვის. დღეს, ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ყოფილი პოლიტპატიმრები ამბობენ, რომ გარდა აღნიშნული გათავისუფლებებისა, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი გაკეთებულა.განცხადება ამის შესახებ ანზორ სოლომონიძემ, ხვიჩა გამარჯობაძემ და მათმა თანამებრძოლმა გორიდან, ფრიდონ მერებაშვილმა ოზურგეთში სტუმრობისას განაცხადეს. მათი ვიზიტის ოზგანიზატორი ჩვენი გაზეთი, ,,ალიონი“ იყო. სტუმრები ჯერ მხარის პირველ პირს გია სალუქვაძეს შეხვდნენ, შემდეგ კი – ჟურნალისტებს, საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს. ანზორ სოლომონიძე: ,,კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ხელისუფლებაში დამკვიდრდა ანტიეროვნული იდეოლოგია. ქართ-ული საზოგადოება, რომელიც ეროვნული იდეოლოგიით იყო განმსჭვალული, პერმანენტულად აწარმოებდა საპროტესტო გამოსვლებს. ამას მოყვა 2007 წლის შვიდი ნოემბრის, შემდეგ 2011 წლის მაისის მოვლენები, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ქართული სირცხვილია. ჩვენ ვებრძოდით ანტიეროვნულ იდეოლოგიას, ქართული მიწების გასხვისებას, ქართული მენტალიტეტის ნგრევას და ყველა იმ მანკიერ იდეოლოგიას, რაც თავს მოგვახვია ყოფილმა კრიმინალურმა ხელ-ისუფლებამ. ღვთის წყალობით, მოხდა ისე, რომ გამოჩნდა ჯანსაღი ძალები. ეს იყო იდეა ჩვენი დედა ეკლესიისა, ჩვენი უწმინდესის მეთაურობით. ქვეყანა უნდა გადარჩენილიყო ანტიეროვნული ძალებისაგან. მადლობა უფალს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გაიზიარეს დედა ეკლესიის აზრი, ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გამოუცხადა ბრძოლა დემოკრატიული პრინციპებით ყოფილ კრიმინალურ ხელისუფლებას. შედეგად მივიღეთ 2012 წლის პირველი ოქტომბერი. მოხდა პრეცენდენტი და დემოკრატიული გზით, არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება.5 დეკემბერს ახალმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება – ჩვენთვის მოენიჭებინათ პოლიტპატიმრის სტატუსი. მოხდა ჩვენი გათავისუფლება. სამწუხაროა, რომ ისარგებლეს ბოროტმა ძალებმა, მარტივად მოახერხეს პორტირება ძველიდან ახალ ხელისუფლებაში. მათ არ გააჩნიათ ეროვნულობა, მხოლოდ პირადი ინტერესები აქვთ. ყველაფერზე აწერენ ხელს. ვითხოვთ აღდგეს სამართლიანობა, ფაქტები შეფასდეს სამართლებრივად და დამნაშავეები აღარ იყვნენ დასაქმებულები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გადაიხედოს დაპატიმრებების საქმეები, შეისწავლონ დაზარალებული ბიზნესმენების საქმეები, რომლებსაც ნაციონალებმა“ უკანონოდ ჩამოართვეს ქონება, საკადრო პოლიტიკა მკაცრად უნდა იქნას გადახედილი. ხვიჩა გამარჯობაძე: ,,მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გაგვათავისუფლეს სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაფერი გაკეთებულა. მეტსაც გეტყვით, დასაქმებულები არიან ის კრიმინალები და დამნაშავეები, რომლებმაც უკანონო განაჩენები გამოიტანეს. ასევეა პოლიციაშიც. აჭარის მაგალითზე შეიძლება ამის თქმა. დაზუსტებით შეიძლება. 70 პოლიციელი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ჩვენების მიცემით ჩინი აიმაღლა და პრემია მიიღო, ისევ მუნდირს ატარებს. ვერ გეტყვით, სამართლიანობის აღდგენა ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება. თავის დროზე შეიქმნა ხარვეზების დამდგენი კომისია, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. აკაკის სიტყვების არ იყოს ,,სახელად კარგია, მაგრამ სახრავად არ ვარგა“. ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ პრინციპული მოთხოვნაა აღდგეს სამართლიანობა, დასასჯელი დაისაჯოს. საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან ჩამოშორდნენ დამნაშავე ელემენტები. შეხვედრაზე ითქვა რომ ერთ–ერთი უსამართლობა ვახტანგ სიორიძის პოლიტპატიმრის სტარუსის გარეშე დატოვებაა. ანზორ სოლომონიძე: ,,ვიღაც შეიძლება გულზე მჯიღს ირტყამს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ ვახტანგი ნამდვილად კარგი კაცია იმიტომ, რომ სამშობლო უყვარს. ეს კაცი ციხეში გასაჩერებელი არ იყო, მეორე ჯგუფის ინვალიდია და მის წინააღმდეგ არ შეიძლებოდა სისხლის სამართლის წარმოება. მივმართავ ხელ-ისუფლებას მოხდა ტექნიკური ხარვეზი, ვახტანგ სიორიძე ვერ მოხვდა პოლიტპატიმართა სიაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ფაქტი და როგორც გამონაკლისი შეისწავლოთ ვახტანგ სიორიძის საქმე, მიენიჭოს მას პოლიტპატმრის სტატუსი რადგან ის პოლიტიკური მოტივით იყო დაპატიმრებული. ხვიჩა გამარჯობაძე: ,,მის გამოშვებას აპირებდნენ, მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრეს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. 12 საათის განმავლობაში ცემდნენ, აწამებდნენ, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ. შეხვედრის ბოლოს გურიაში ვიზიტიც შეაფასეს. როცა გავთავისუფლდით, პატრიარქმა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, გამოიჩინა კეთილი ნება და ყოფილ პატიმრებს შეგვხვდა, დაგვლოცა და სათითაოდ ყველას ბიბლია გვისახსოვრა. გურიაში ჩვენი სტუმრობა კეთილი ნების გამოხატვის მეორე შემთხვევაა. მადლობას გიხდით გურულებს, რომ გამოიჩინეთ ყურადღება და მოგვიწყვეთ ასეთი გულთბილი შეხვედრა. ჩვენ კეთილ საქმეში თქვენს სამსახურში გვიგულეთ.
ჩვენ შევხვდით გურიის პირველ პირს მან შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. რასაკვირველია, დაინტერესდა ჩვენი გაცნობით, ბ-ნი გია სალუქვაძე თვითონაც ყოფილი რეჟიმის მსხვერპლი იყო. ამ კაცში დავინახეთ დიდსულოვნება, ეროვნულობა. ჩვენ გვქონდა საქმიანი საუ-ბარი. გამოვთქვით სურვილი, ჩავერთოთ გურიისთვის სასიკეთო საქმეებში. იყო საუბარი ინვესტიციებთან დაკავშირებით. გამოვიყენებთ ჩვენ შესაძლებლობებს, რომ პატარა წვლილი შევიტანოთ გურიის განვითარებაში. მე გახლავართ ეკონომისტი, მაქვს გამოცდილება ამ კუთხით. ასევე არიან წარმოდგენილი ბიზნესმენები, რომლებიც გურიაში ინვესტიციის ჩადებით დაინტერესდნენ. თქვენი კუთხის პოტენციალი დიდია, განვითარება შეიძლება. გურულებს გჩვევიათ,ელანძე~ ახერხებთ სასიკეთო საქმეს. გუბერნატორი მიესალმება ყველა საქმიან წინადადებას,“ – აღნიშნეს სტუმრებმა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.