ბექა თავდიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

დამატებულია: 2015-06-08
picture1

ბექა თავდიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს ბექა თავდიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს ალიონი. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ბექა თავდიშვილი დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს-ამის შესახებ განცხადება დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაკეთდა. თავდიშვილის დამცველი ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი ბექას გათავისუფლებას მიმდინარე წლის 24 მაისს, რესტორან „თამარიონში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს და დაზარალებულზე ზეწოლად აფასებს. ამის გამო თავდიშვილი სასამართლოს მიმართავს. დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას, რამდენიმე საათის შემდეგ დამიბარა უფროსმა და მითხრა, სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ! ჩემს კითხვაზე, თუ რატომ გამათავისუფლეს, კონკრეტული პასუხი არ მოუციათ _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდიშვილმა. 4 შვილის მამა ბექა თავდიშვილი 29 წლისაა, იგი ხელშეკრულებით მუშაობდა ოზურგეთის სამაშველო -სახანძრო სამსახურში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არ იმყოფებოდა 24 მაისის ინციდენტის კიდევ ერთი დაზარალებული, ჟუნალისტი ნოდარ სირაძე. იგი ამ დროისათვის პროკურატურაში იმყოფება დაკითხვაზე.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.