დაბა ურეკის გაზიფიცირება დაიწყო

დამატებულია: 2015-06-09
picture1

დაბა ურეკის გაზიფიცირება დაიწყო დაბა ურეკის გაზიფიცირება დაიწყო მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა შეეძლება ეტაპობრივად 16 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 25 ლარის შეტანით საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი თვითმმართველი სტრუქტურების სხვა ოფიციალური პირები დღეს დაბა ურეკში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის, სოფლების _ შეკვეთილის, ქვემო ნატანებისა და ზემო ნატანების, აგრეთვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია , უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და დაწყებულია დაბა ურეკის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები. გაზსადენის საპროექტო სიგრძე 32855 მეტრია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამუსაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით, ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მილიონი ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით, ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა შეეძლება ეტაპობრივად 16 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 25 ლარის შეტანით. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.