ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს სიმბოლოების - გერბისა და დროშის შექმნის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს სიმბოლოების - გერბისა და დროშის შექმნის მიზნით კონკურსის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის : გერბის და დროშის საუკეთესო პროექტის შერჩევა; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. თითოეული ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა შეზღუდული არაა. გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და მათი შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდი)მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება. გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე. გერბის ფარის ზემოდან მოთავსებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი. დევიზის ბაფთაზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: ოზურგეთი. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბის და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც იმავდროულად ნიშნავს კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობების მიღებას კონკურსში მონაწილის მიერ. კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 3 ივნისს. კონკურსის ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 ივნისი. შედეგები გამოცხადდება 2015 წლის 30 ივნისს. კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია ჰონორარი 3000 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ; მის: ქ.ოზურგეთი. კოსტავას ქ. N1; საკონტაქტო ტელ: 599 98 39 00. ელ.ფოსტა: ozurgeti.sakrebulo@gmail.com. www.ozurgeti.org.ge fb page: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:http://ozurgeti.org.ge/wp-content/uploads/2014/11/gankarguleba62-danarti1.pdf