ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს~ ლამაზმანების პიარი მომავალი გურული ბრენდისთვის

დამატებულია: 2015-06-15
picture1

გურული ჩაი გურული ანეგდოტებით ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს~ ლამაზმანების პიარი მომავალი გურული ბრენდისთვის ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს~ ლამაზმანების პიარი მომავალი გურული ბრენდისთვის ალიონი. გურიაში ამინდმაც იცის სტუმრის ფასი. კიდევ კარგი, რომ 10 ივნისს, ოზურგეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს~ სტუმრობისას, არც ღვარცოფი მოვარდნილა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ძლიერი ქარი ამოჭრილა, თორემ ხომ დარჩებოდა დაუკრეფავი სოფელ ბახვში მალხაზ ლიპარტელიანის ჩაის პლანტაცია! ეს, რასაკვირველია, ხუმრობით, სინამდვილეში კი, მივესალმებით ლალი მოროშკინას მოწადინებას, პოპულარიზაცია გაუწიოს ჩაის კულტურას გურიაში. ბახვიდან დაბრუნების შემდეგ სტუმრებმა, გუბერნატორთან და ქალაქ ოზურგეთის მერთან ერთად, კონფერენცია გამართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში. როგორც ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა, ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა კუთხეში ჩადიან და ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. დამსწრეთ გააცნეს მათი ხედვები ჩაის კულტურის განვითარებასა და აღორძინებაში. წარმოადგინეს მზა პროდუქციის საკუთარი, სპეციალური, ორიგინალური შეფუთვა, რომლის ერთ მხარეს იკითხება გურული ჩაი, ხოლო მეორე მხარეს _ გურული ანეგდოტები~. ისაუბრეს მეჩაიეობაში ტურიზმის ჩართვაზეც.ორგანიზაციის ლიდერის თქმით, საქართველოში დამზადებულ პროდუქციას სათანადო პიარი არ უკეთდება და ესაა ძირითადი მიზეზი, რომ რეალიზაცია ძნელდება. ვიცით, რომ ქალბატონი ლალი მოროშკინა სპეციალობით პიარტექნოლოგია, ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ მთლად ვერ დავეთანხმებით ოზურგეთში მის გამოსვლას. გასაგებია, რომ გურია ნიუსის~ დამფუძნებელი, როგორც თვითონ აღნიშნა, მისი მეგობარია, მაგრამ როცა ერთ მედიასაშუალებას უგორებ პიარს, სხვებს იგნორი არ უნდა გაუკეთო.გურია ნიუსი~ რომ ძლიერი გაზეთია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ გარდა ამ გაზეთისა, გურიაში სულ ცოტა 6 გაზეთი გამოდის, რომელთაგან ნებისმიერს არანაკლებად ძალუძს კომპეტენტურად, სიღრმისეულად, დარგის კარგი ცოდნით გააშუქოს მეჩაიეობის საკითხები.პიარი, რა თქმა უნდა, კარგი და აუცილებელი საქმეა, მაგრამ, ჩვენი აზრით, მეჩაიეობაში, თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით გურიისთვის, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგში, ჯერ პიარამდე უნდა მივიყვანოთ საქმე. ჩაი ნედლეულით იწყება, ნედლეული კი გვიმრაზე არ იკრიფება, საამისოდ პლანტაციაა საჭირო. ვკიჟინებთ, ჩაი ავაღორძინოთო და პლანტაციების გასაშენებლად ნაბიჯიც არ ჩანს გადადგმული. მგონი, პრაქტიკულად სადედე პლანტაციებიც აღარ არსებობს, საიდანაც უნდა მივიღოთ სათესლე ან საკალმე მასალა. რომც გავაშენოთ, არ ვიცით, რას გავაშენებთ, არის კი სადმე შენარჩუნებული ქართული პოპულაციების ჯიშობრივი სიწმინდე? რა გარანტია გვაქვს იმისი, რომ სპონტანური ფორმების ნედლეულიდან მივიღებთ ხარისხიან პროდუქციას? აღარაფერს ვამბობთ ამდენი ხნის გაუნოყიერებელ ნიადაგზე და შეცვლილ კლიმატზე. ჩაის ასაღორძინებლად დირექტივები არ კმარა, უზუსტესად შემუშავებული სტრატეგია და ხელებდაკაპიწებული მუშაობაა საჭირო დაწყებული სამინისტროს თანამშრომლებიდან, დამთავრებული მეჩაიეებით, რომლებიც წინა ხელისუფლებებმა, დარგისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანით, ფაქტობრივად ულუკმაპუროდ დატოვეს. ავტორი თემურ მარშანიშვილი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.