ვინ არის „რუხი“ და ვინ იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვინ არის „რუხი“ და ვინ იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გასულ პარასკევს, გაზეთ „ალიონს“ სოფ. ცხემლისხიდიდან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ოზურგეთში, ამ პარტიის აქტიური მხარდამჭერი ნუგზარ გიორგაძე დაუკავშირდა და შეხვედრა გვთხოვა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან სიების საკმაოდ სქელტანიანი საქაღალდე გაგვაცნო. „ალბათ, იცით, ხელკეტით გაუპატიურება პირველად პინოჩეტმა გამოიყენა. მას დაემატა ქართული ვარიაცია - ცოცხით გაუპატიურება... ადამიანები, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ განსხვავებული შეხედულებების მქონეთ, ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს, ართმევდნენ ბიზნესს, პატიმრების წამების ყველაზე სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ, იზღუდებოდა თავისუფალი მედია და ამ „საგმირო საქმეების“ შემომქმედნი, დღეს კვლავ მაღალ საჯარო თანამდებობებს იკავებენ, ეს კი გაუგებარია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველივე ზემოჩამოთვლილი საკუთარ თავზე გამოსცადეს - გვითხრა მან... ბატონო ნუგზარ, მაინც რამ განაპირობა თქვენი გააქტიურება? საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში ჩამოსვლის წინ გურიის ახალდანიშნულ გუბერნატორს შევხვდი. მაინტერესებდა მისი ხედვა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან მან ბევრი რამ გამოსცადა საკუთარ თავზე, იგი წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული პირია, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს.2 წლისა და 8 თვის წინ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და სრულიად საქართველომ და დღემდე სასურველი შედეგი არ დამდგარა.როცა ბატონი გია მოვიდა ხელისუფლებაში, იმედი მოგვეცა, რომ ოზურგეთს და მთლიანად გურიას აღმავლობის გზით წაიყვანს. ამას ისიც დაემატა, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა სოსო ერქომაიშვილი, რომელიც ჩვენს გვერდით იბრძოდა. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო შეხვედრის თემა? სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ძვრებზე ვისაუბრეთ.მაინც რას ხედავთ მთავარ პრობლემად სოფლის მეურნეობაში? მძიმე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღესაც ძირითადად წინა ხელისუფლების დროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული. სამინისტროს შუა რგოლის 80 პროცენტი არ შეცვლილა. ბუნებრივია, არც ოზურგეთში დაწყებულა საყურადღებო ძვრები.შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთში გაიმართა (მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე ესწრებოდა) სოფლის მეურნეობის პროექტების კოორდინატორმა გურულ გლეხებს ახალი „ხედვა“ შესთავაზა: ჩაის კულტურისა და გადამამუშავებელი მრეწველობის აღდგენის ნაცვლად, აღმოსავლეთიდან ატმის, ჭანჭურის და ქლიავის ნერგების შემოტანა და აღმოსავლური ხილის ბაღების გაშე-ნება ურჩია. მე მას ვუთხარი: თქვენ გურულები მართლა გამო......... ხომ არ გგონიათ-თქო.ამ შეხვედრამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ჩვენ შევარდნაძის ხანაში დავბრუნდით. სწორედ მან გვაუწყა, რომ მიშა ჭკუასელის „გეოპლანტს“(იმ „გეოპლანტს“, რომელმაც ჩაის წარმოება გააჩერა ლაითურში და მის ხელში აღმოჩნდა ასეულობით ჰექტარი ჩაის პლანტაცია) მიეცა სახელმწიფოსაგან გამოყოფილი გრანტი. ამ თემაზეც ვისაუბრეთ გუბერნატორთან. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ გრანტებს ასეთ ფირმებს არ უნდა აძლევდნენ.– ოზურგეთში ჩაის მრეწველობის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალები –ძლიერი სახელმწიფო“ იყო.. მივესალმები არასამთავროების აქტიურობას ამ თემაზე, მაგრამ სოფ. ბახვში, ჩაის პლანტაციაში ქალბატონ ლალი მოროშკინას გვერდით რამდენიმე ისეთი ადამიანიც იდგა, რომლებმაც ჩაის მრეწველობა რომ მოკლეს გურიაში. მე პატივისცემით ვარ განსჭვალული ქალბატონ ნანა მელაშვილისა და ბატონ გია ხუჭუას მიმართ, რომლებმაც ჩაის ფაბრიკები შეინარჩუნეს. ამიტომ წინა პლანზე ასეთი ადამიანები უნდა იდგნენ.– პატრიოტობა იდიოტობას არ ნიშნავს. ამით რა გინდოდათ გეთქვათ?– გეტყვით, ჩვენ აქ ასეულობით ადამიანის სიები მოვიტანეთ, დროა მივხედოთ პოლიტიკურ წარსულს. ვინ საიდან მოვიდა პოლიტიკაში, შემდეგ – ხელისუფლებაში. აქედან უნდა დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა.– იმის გამო, რომ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიებს წარმოადგენდნენ, სამსახურებში არ უნდა იყვნენ?– ეს არც მიფიქრია. მე პოლიტიკურად არ ვეთანხმები, თორემ პატივისცემის გრძნობით ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების მიმართ, დღესაც რომ თავიანთი პარტიის ერთგულნი არიან (ზონდერებს არ ვგულისხმობ). მე იმათზე ვსაუბრობ, რომლებიც პორტირებულნი არიან და ხვალ თუნდაც ეშმაკს შეეკვრებიან თავიანთი კეთილდღეობის დასაცავად.–მაინც ვინ არიან ამ სიებში?– გულს არავის დავწყვეტ. ჩვენ ყველას სახელსა და გვარს გამოვაქვეყნებთ, თუკი თქვენს გაზეთს პრობლემებს არ შეუქმნიან. ახლა რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან:„ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკეულ უბნებზე გარკვეული ფუნქციები ჰქონდათ გადანაწილებული. ერთ-ერთი ფუნქციით უბნებზე „სამართლის“ დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფები ჰყავდათ. ჯგუფში 10-12 კაცი იყო. თავად ნახეთ, რა აწერია ქვეშ: (უშიშარი და მოტივირებული პირი, ვისაც გონება უჭრის და ფიზიკურადაც შეუძლია სიმართლის დაცვა). ავიღოთ შემოქმედის #46 საარჩევნო უბანი. აქ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი შემოქმედის იმჟამინდელი და ამჟამინდელი რწმუნებული ბესო ლომინაძე იყო. ა, ბატონო, ავიღოთ ქალაქის რომელიმე უბანი: _#57 უბანში “ნაცმოძრაობას “ ასეთ „უშიშარ“ წევრად სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი კახა თავბერიძე ჰყავდა.ტრანსპორტის მობილიზებაზე პასუხსიმგებელ პირებად უბნებში სოფლის რწმუნებულს ან მათ მიერ შერჩეული პირი უნდა ყოფილიყო (მაგალითად, აიპ–ის ხელმძღვანელი). ბახვის #20 საარჩევნო უბანზე ასეთ პირად სოფლის იმჟამინდელი და ამჟამინდელი რწმუნებული გოჩა შარაშენიძე ჰყავდათ დანიშნული, ხოლო მშვიდობაურის #22 საარჩევნო უბანზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე...– თქვენ მხოლოდ რამდენიმე დაასახელეთ...
– ვიმეორებ, გული არავის დაწყდეს. ჩვენ ამჟამად ამ და სხვა სიების გაშიფრვაზე ვმუშაობთ და ყველა იმათ სახელსა და გვარს დავასახელებთ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ და დღესაც არიან ხელისუფლებაში. თავადაც ხედავთ ამ სიებიდან , როგორ პატივში ჰყავს ხელისუფლებას ეს ხალხი.– კი, მაგრამ რა უნდა ჰქნან ამ ხალხმა. „ქართულმა ოცნებამ“ დაასაქმა... კი ბატონო. „ქართულმა ოცნებამ“ მათი უმეტესობა დაასაქმა. თავად „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 13 კაცია დასაქმებული. საინტერესო სტატისტიკაა. ჩვენ ამ ხალხს ვურჩევთ, ჩამოშორდნენ საჯარო დაწესებულებებს. გადავიდნენ ბიზნესში. „ქართული ოცნება“, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ბიზნესს არ ატერორებს. „საბოტაჟნიკები“ ხელისუფლებაში თანამდებობს არ უნდა იკავებდნენ.მე ამ ხალხის საყურადღებოდ ვამბობ, ვინც „ქართული ოცნების“ სახელით სამსახურებში ხართ, იღებთ სამსახურებიდან ხელფასს, ხალხის გაჭირვება არაფრად მიგაჩნიათ, ხალხს თქვენს სახეებს დავანახვებთ.მე ხელისუფლებას ვეუბნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. დროზე მიხედონ საკადრო პოლიტიკას.– ფუნქციების გადანაწილების სქემაში არის გრაფა „რუხი.“ განმარტებით ვიგებთ, ეს იყო პიროვნება, რომელიც იდგა საარჩევნო უბანში კაბინასთან ახლოს. რა სპეცდავალება უნდა შეესრულებინა მას?_რა თქმა უნდა ,ვიცით, რა „ფუნქცია“უნდა შეესრულებინა „რუხს,“ „მთავარ საკონტაქტო პირს,“უბანში ამომრჩევლების მოყვანაზე პასუხისმგებელ პირს და ა.შ. მაგრამ უმჯობესია ამაზე მომდევნო ნომრებში ვისაუბროთ...– რას მოუწოდებთ თანამებრძოლებს?_მე იმედი მაქვს დღევანდელი ხელისუფლების, რომ მათ უნდა შეძლონ იმ დაკარგული რეპუტაციის აღდგენა, რომლებიც მათ „კოჰაბიტაციით“ ნაციონალებმა შეულახეს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, რომლებთანაც ერთად ვიბრძოდით ტირანიის წინააღმდეგ, ვიცი გულდაწყვეტილები ხართ, მაგრამ უნდა შევძლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, დავდგეთ ხალხის გვერდით, ხალხი მიმტევებელია. პოლიტიკაში კი არ არსებობს მუდმივი მტრები, არც მუდმივი მეგობრები, პოლიტიკაში არსებობს საერთო ინტერესები.