ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სპეციალურ ანგარიშზე 10 000 ლარს გადარიცხავს

დამატებულია: 2015-06-17
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები, ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები - თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი შემოწირულობით დაეხმარება.ვინაიდან, სტიქიით დაზარალებულებს კვების პროდუქტებით, ტანსაცმლითა და ჰიგიენური საშუალებებით სხვადასხვა კერძო კომპანიები და რეგიონები აქტიურად ეხმარებიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაზარალებულებს დახმარება ფულადი სახით გაეწევა. სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მუნიციპალიტეტი პირადი შემოწირულობით, დაახლოებით 10 000 ლარს გადარიცხავს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.