მოლიანში თესვა დასრულდა მოლიანში თესვა დასრულდა ალიონი. დღეს მოლიანში თესვა დასრულდა. შემოქმედლებმა 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე დათესეს სიმინდი. შპს „მექანიზატორთან“ დადებული ხელშეკრულებით კუკური ბაბილოძემ, შვილთან ლაშასთან და ზურაბ შუკაკიძესთან ერთად 3 „ბელარუსით“ დაასრულეს ხვნა-თესვის სამუშაოები. შპს „მექანიზატორიც“ დაგვეხმარა, მაგრამ კონტრაქტორმა კუკური ბაბილოძემ ამ სამი „ბელარუსით“ დიდი მოცულობის სამუშაოები შეასრულა. წლებია ამას აკეთებენ. 600 შემოქმედელის ოჯახში შევა წელს აქ მოწეული მოსავალი. სასოფლო-სამეურნეო ბარათით კი მოიხნა, მაგრამ 100-მდე ოჯახი იყო ისეთი, რომლებსაც დადისკვა-თესვისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. ყველას დავუთესეთ _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბესო ლომინაძემ. დაბა ლაითურიდან მოლიანამდე და შემდეგ შემოქმედის ფართობების ბოლომდე 10 კმ. მანძილია. ამ მანძილზე ბეტონის ბოზებზე ელექტროგადამცემი კაბელია გაჭიმული და მოლიანის ტერიტორიაზე მდებარე 12 ფერმერულ მეურნეობას მიეწოდება ელექტროენერგია.ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის დამსახურებაა, რომ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და შემოქმედელ ფერმერები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ამ კომპანიის აბონენტები არიან. ტრაქტორის დაზიანებულ ნაწილებას აქვე აკეთებენ _გვეუბნება სოფლის რწმუნებული.აქ მდებარე 12 ოჯახური ფერმის 500-მდე ფური, ხბო მწყემსებთან ერთად ახლა კურორტ გომისმთის მიმდებარე ლომისკარავზე არიან. იქ მოლიანში კი თბილისში მომხდარი ტრაგედიით შეწუხებული ტრაქტორისტები ბოლო ხნულს ავლებდნენ წვიმისგან შეწუხებულ მინდორზე.(უფრო ვცლად იხ. გაზეთ „ალიონის“ საგაზეთო წერილში).