გარე ვაჭრობა-პრობლემა, რომელიც წლებია ვერ გვარდება

დამატებულია: 2015-06-20
picture1

გარე ვაჭრობა-პრობლემა, რომელიც წლებია ვერ გვარდება გარე ვაჭრობა-პრობლემა, რომელიც წლებია ვერ გვარდება მომავალში ვაპირებთ შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ გარევაჭრობა. ჩვენი სურვილია, ყველა ის მოვაჭრე, რომელიც შეუსაბამო ადგილას ეწევა სავაჭრო საქმიანობას, შევიდეს მაღაზიაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქი არ იყოს დატვირთული უსახური ჩამოხურულებით და კონსტრუქციებით, რომლებიც დღესაც საკმაოდ არის ოზურგეთში, _ გვითხრა მამუკა მახარაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის უფროსმა. რა პრობლემებს აწყდებით ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, გარემოვაჭრეებისგან დიდი პრობლემები გვაქვს. მათი სურვილია, რაც შეიძლება გაფართოვდნენ ტროტუარებზე. ვითვალისწინებთ, რომ ყველას თავისი გასაჭირი აქვს, საბანკო ვალები და ა.შ. მაგრამ ისიც არ შეიძლება, ქალაქის ცენტრი გადაიქცეს გარევაჭრობისა და მსგავსი დაწესებულებების საჯირითოდ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით. მთლიანად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ ვახერხებთ პრობლემის მოგვარებას~. მახარაძე გვეუბნება, რომ ნებისმიერ ახალ ინიციატივას აქვს დადებითი და უარყოფითი გამოხმაურებები საზოგადოების მხრიდან. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. აზრთა სხვადასხვაობა ნებისმიერი საქმეს ახლავს თან. რაც უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია და სპეციალისტების მიერაა ჩამოყალიბებული, გვაქვს წინააღმდეგობები. 9 აპრილის ქუჩაზე ხეები მოვჭერით. აუცილებელი იყო მოჭრა, რადგან ხეები ფაქტიურად ტროტუარებზე იდგა, მოქალაქეთა მოძრაობას უშლიდა ხელს და მანქანების სავალ ნაწილზე უხდებოდათ გადასვლა. თან ვაპირებთ ხელახლა დაიწყოს გამწვანების სამუშაოები.მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ფენიდან მაინც შეგვხვდა წინააღმდეგობა. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ, წაადგება ქალაქს, უკეთესს გახდის მის იერსახეს და არქიტექტურულ გარემოს.\" მამუკა მახარაძეს იმ სამსახურის საქმიანობაზე ვესაუბრეთ, რომელსაც ხელმძღვანელობს. ჩვენი სამსახურის უფლება-მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს მიმდინარე მშენებლობებს, გარე ვაჭრობას, იმ საკითხებს, რაც სივრცით მოწყობასთან და ურბანულ დაგეგმარებასთანაა კავშირში. ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგს. აღვრიცხავთ დაზიანებულ ხეებს. ასევე შემოდის განცხადებები მოქალაქეებიდან, რომლებიც ითხოვენ თავიანთ ეზოში ხეების მოჭრას. დგება შესაბამისი აქტები და შეძლებისდაგვარად, არის თუ არა მოსაჭრელი იმის მიხედვით, ვაძლევთ ნებართვას ან პირიქით, უარს ვეუბნებით. ჩვენი სამსახურის მიერ დაგეგმარდა 9 აპრილის ქუჩის ძირითადი მიმართულება. მე მგონი ნორმალურად გაკეთდა ყველაფერი, აღნიშნული უბანი ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს ოზურგეთში. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას. მოეწყობა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა ტროტუარებით, არხებით, გამწვანებით. ასევე გავცემთ მშენებლობის ნებართვებს. ბოლო ხანს რამდენიმე ახალი ობიექტისთვის გავეცით ნებართვა. ნაწილი დაწყებულია, ნაწილი ექსპლუატაციაშია მიღებული. ძირითადად ამ სამუშაოებით შემოიფარგლება ჩვენი სამსახური.\" როდესაც გეგმავთ სამუშაოებს, აკეთებთ პროექტებს, რამდენად ხდება თქვენს მიერ მოსახლეობის აზრის გათვალისწინება? არის პროექტები, ძირითადად ინფრასტრუქტურული, რომლის შედგენისას იქნა გათვალისწინებული ხალხის აზრი. მოსახლეობის აზრიდან გამომდინარე, შევცვალეთ რაღაცეები. მაგალითად იყო შემთხვევა, არხს შევუცვალეთ მიმართულება. ჩვენ ვითვალი-სწინებთ მოქალაქეთა აზრს\"

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.