ოზურგეთის და ალიტუსის მუნიციპალიტეტების ერთობლივი კონფერენცია ოზურგეთის და ალიტუსის მუნიციპალიტეტების ერთობლივი კონფერენცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის „სოციალური დახმარების მოდელები ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ლიტვის, კერძოდ ალიტუსის მუნიციპალიტეტის წამომადგენლები იმყოფებიან. სტუმრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, გამგებელის პირველ მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს და მუნიცპალიტეტის ადილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებს შეხვდნენ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალური და ფინანსური სამსახურის სპეციალისტებისთვის კონფერენცია გიმართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ალიტუსის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა არვიდა ბალჩიუნასმა პრეზენტაციის სახით ალიტუსის მუნიციპალიტეტის გამოცდილება და ხედვები გაუზიარა ჩვენი მუნიციპლიტეტის წარმომადგენლებს.„ოზურგეთი და ალიტუსი უკვე 4 წელია რაც თანამშრომლობს. აღნიშნული პროექტი ორივე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს თანამშრომლობა ორიენტირებულია ურთიერთ გამოცდილების გაცვლით მოსახლეობამ მიიღოს გაუმჯობესებული სოციალური ტიპის სერვისები, რადგან მუნიციპალიტეტი არის ძირითადად სოციალური დაცვის სერვისების მომწოდებელი, პასუხისმგებელი და ვალდებული მხარი დაუჭიროს სოციალური დაცვის სერვისების მიწოდებას თავიანთ ტერიტორიებზე. ასევე უზრუნველყოს დაგეგმვა, ორგანიზება და ინტერესის გაზრდა სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან.“ – აღნიშნა ვიცე-მერმა„ოზურგეთის და ალიტუსის მუნიციპალიტეტებმა ერთობლი პროექტების განხორციელება დაიწყო. ამის დასტური, სწორედ ალიტუსის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტია ჩვენს მუნიციპალიტეტში. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რის შედეგადაც საშუალება მოგვეცა გამოცდილების გაზიარებითა და დისკუსიის საფუძველზე ერთობლივი სოციალური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო სტრატეგია შევიმუშავოთ“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.„ლიტვის დელეგაციის მხრიდან გამოცდილების გაზიარებამ, ხედვებისა და კონკრეტული პროექტების გაცნობამ, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგავნახა რომ საქართველო მართლაც ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ უალტერნატივოა. დღევანდლი ვიზიტიც და შეხვედრებიც იმ მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს, რაც ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან გაგვაჩნია“ – დასძინა საკრებულოს თავმჯოდმარის მაოდგილემ დიმიტრი კვერღელიძემ.სასწავლო-საინფორამაციო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები უკვე მუშაობას თემატურ ჯგუფებში გააგრძელებენ.ალიტუსის დელეგაცია საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ესტუმრა. ლიტველთა დელეგაციის ვიზიტი 27 ივნისს დასრულდება. ავტორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური