ოლიმპიური ცეცხლი ოზურგეთში

დამატებულია: 2015-06-26
picture1

ოლიმპიური ცეცხლი ოზურგეთში ოლიმპიური ცეცხლი ოზურგეთში' >ოლიმპიური ცეცხლი ოზურგეთში 26 ივნისს 14 საათისათვის შემოიტანეს. იგი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე აინთო. სახელმწიფო თეატრის შესასვლელში ოლიმპიური ჩირაღდნის აგიზგიზების პატივი ოლიმპიურ ჩემპიონს, ორგზის მსოფლიო ოზურგეთელ ვახტანგ ბლაგიძეს ერგო. გურიის სათავო ქალაქში დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური ცეცხლის შემოტანა მიულოცეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ არა 13 ივლისს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება, ოლიმპიური ცეცხლის შემოტანას მეტი საზეიმო ელფერი ექნებოდა როგორც გურიაში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში.
ოლიმპიური ცეცხლი ქვეყნის ათივე რეგიონის 66 ქალაქში იმოგზაურებს და 26 ივლისს დედაქალაქ თბილისს ესტუმრება, სადაც 2 აგვისტომდე დაიდებს ბინას.საქართველო 35-ე ქვეყანაა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები-2015-ს უმასპინძლებს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.