მყარი ნარჩენების მართვა გურიაში - პრობლემები, გამოწვევები მყარი ნარჩენების მართვა გურიაში - პრობლემები, გამოწვევები მყარი ნარჩენების თემა არახალია. ამ თემაზე სხვადასხვა სახის არერთი ტრენინგის, დისკუსიის, აქციის მონაწილეა გაზეთი „ალიონი.“ გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ფაქტიურად არ ხდებოდა. მხოლოდ პროვინციული ქალაქის ცენტრალური უბნებიდან თუ გაჰქონდათ ნაგავი. 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ქ. ოზურგეთის მერიამ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და რამდენიმე ათეული სანაგვე ურნა დაიდგა ქ. ოზურგეთის ცენტრალურ უბნებში. ამას ცნობილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა მოჰყვა და ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა. შეიქმნა ქალაქში გამავალი მდინარეების დასუფთავების ჯგუფი. გატარებული ღონისძიების შედეგად მუნიციპალიტეტის მიმდებარე შავი ზღვის სანაპიროზე იკლო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით პლაჟების დაბინძურებამ.ქ. ოზურგეთს ნაგასაყრელი დაბა ლაითურის მიმდებარედ ჰქონდა, სადაც არ იყო დაცული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაცვის ელემენტარული პირობები.ფაქტიურად იგი იყო არაკონტროლირებადი ნაგასაყრელი, რომელიც საფრთხის შემცველი იყო მიმდებარე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.ამჟამად რეგიონში 4 ნაგასაყრელი მოქმედებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მერიაში, დაბა ურეკის ტერიტორიაზე, ქ. ლანჩხუთის მიმდებარედ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუკნარში.ამჟამად გურიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ორი წარმომადგენელი: უფროსი კოორდინატორი რეგიონული მართვის საკითხებში თენგიზ ტყეშელაშვილი და კოორდინატორი კახაბერ კოპლატაძე ჰყავთ. სწორედ მათ დავუსვით მყარი ნარჩენების მართვის თემაზე კითხვები:მათი ინფორმაციით ამჟამად დასავლეთ საქართველოში ორი ნაგვისგადამამუშავებლის გახსნა იგეგმება_ ერთის ქუთაისში, ხოლო მეორეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოფ. ცეხლაურში, რომელიც აჭარის, გურიის და ნაწილობრივ სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება. აშენდება თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით მიიღებს და გადაამუშავებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ახალ ნაგასაყრელთან რომ სატრანსპორტო მიმოსვლა ადვილი იყოს ურეკი-ქობულეთი-სარფის მშენებარე ავტობანზე კეთდება გადასასვლელი კვანძი.ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნაგავსაყრელზე უნდა მიიღონ სამშენებლო ნარჩენებიც, რადგან ცალკე საამშენებლო ნაგასაყრელის აგება არ იგეგმება.ურეკის ნაგასაყრელი შეჩერების სტადიაშია. იქ მცირე რაოდენობით შედის ტრაქტორებით ზღვისპირა პლაჟზე აღებული მასა. მომავალში აქ დაიდგმება სპეციალური კონტეინერები, რომლებშიც განთავსდება პლაჟზე აღებული ნარჩენები, რომლბსაც შემდეგ ცეცხლაურის ნაგვისგადამამუშავებელზე გადაიტანენ.
ამის პარალელურად დაიწყება ურეკის ნაგასაყრელის კონსერვაცია. შეიზიდება მიწა, გადაიფარება იქ დაყრილი მყარი ნარჩენები, მოხდება ქიმიური დამუშავება და ა.შ.თუ როგორ ხდება ნაგასაყრელებზე მყარი ნარჩენების მიღება ეს სოფ. მერიაში მდებარე ნაგასაყრელის მაგალითზე შევისწავლეთ.
ნაგასაყრელებზე დასაქმებული ოპერატორები და სხვა პერსონალი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ექვემდებარებიან. ნაგასაყრელი შემოღობილია და დაცულია. იქ უცხო პირებს არ უშვებენ. შიგ შესვლა სპეციალური ნებრთვით და აღჭურვილობით არის შესაძლებელი. მერიის ნაგასაყრელი ქ. ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის თემების მუნიციპალიტეტებს ემსახურება.როგორც მყარი ნარჩენების კომპანიის ოზურგეთის წარმომადგენლობაში გვითხრეს, ნაგსაყრელის ჭიშკართან მყარი ნარჩენებით დატხვირთულ ავტომაქანას ხვდება ოპერატორი, რომელიც სპეციალურ სასწორზე წონის ავტომანქანას, შემდეგ ნაგასაყრელის კონკრეტულ უჯრედში აცლევინებს მძღოლს მას. შემდეგ განმეორებით წონის ავტომაქანას და ადგენს მიღებული ნარჩენების რაოდენობას, რომელსაც ატარებს სპეციალურ ჟურნალში.ამჟამად ყველაზე ძლიერი ავტოპარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს აქვს. ამ ცენტრის დასუფთავების სამსახურის უფროსის აკაკი ჭანუყვაძის თქმით მათ განკარგულებაშია 2 „ფორდის“ მარკის თანამედროვე და ერთი კამაზის მარკის სპეცავტომანქანა. გარდა ამისა, მათ ჰყავთ ტრაქტორები, რომლებსაც შეკვეთილსა და ურეკში ზღვისპირა პლაჟების დასუფთავებაზე იყენებენ. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში მათ კიდევ სამი ახალი „ფორდის“ მარკის ნაგავმზიდი გადაეცემათ. მათვე გადაეცემათ ახალი მოდიფიკაციის 350 სანაგვე ბუნკერი, რომლებიც დაბა ურეკში, შეკვეთილში, სოფ. ნატანებსა და შრომაში განთავსდება. გარდა ამისა, გამოთავისუფლებული სანაგვე ბუნკერები განთავსდება დაბა ნარუჯსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში.თანამედროვე ნაგავმზიდები („ფორდი,“ „მერსედესი“) ემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსაც. მათაც უახლოეს დღეებში „ფორდის“ მარკის 2 თანამედროვე ნაგავმზიდი და 150 ახალი ბუნკერი გადეცემათ.მოძველებული ტექნიკა ემსახურება გურიის სამხარეო ცენტრს _ქ. ოზურგეთს. ოზურგეთის „სერვისცენტრის“ უფროსის ვლადიმერ სალუქვაძის ინფორმაციით მათ განკარგულებაშია 3 მოძველებული „კამაზის“ მარკის ნაგავმზიდი და 2005-2006 წლებში დამზადებული საშუალო ზომის ნაგვის ბუნკერები.უფრო მძიმე მდგომარეობაა დაბა ჩოხატაურში, სადაც საყოფაცხოვრებო ანარჩენები 2 „გაზ“-ის მარკის ავტომანქანით გადააქვთ.ა(ა)იპების მუშაობას ქ. ოზურგეთის მერია, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და კურირებენ, ხოლო საკრებულოებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის კომისიები. რეგიონის მოსახლეობა თანდათან გადადის მყარი ნარჩენების ბუნკერებით მომსახურებაზე, მაგრამ სავარაუდოდ აღნიშნული აიპები წარმოქმნილი ნარჩენების სრული რაოდენობის 40 პროცენტის (ქ. ოზურგეთში, ქ. ლანჩხუთში, დაბა ჩოხატაურში გაცილებით მეტს) თუ ახერხებენ. მიზეზი? ჯერ-ჯერობით არ ხდება ცენტრიდან დაშორებული სოფლებიდან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პერიოდული გატანა. თუ ცალკეულ ქალაქებში ან დაბაში (ქ. ქუთაისი, დაბა ხარაგოული) დაიწყეს ნარჩენების დახარისხება (აქ პლასმასის ბოთლები სპეციალურ ბუნკერებში თავსდება) ჯერ-ჯერობით გურიაში აში მყარი ნარჩენების დახარისხება არანაირი ფორმით არ ხდება.გაზეთი „ალიონი“ სწავლობს ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული ტყვიის აკუმულიატორებისა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას, აქ კუსტარულად ტყვიის გადადნობას და პლასმასის ნარჩენების გადამუშავების და საკითხს. ამ და სხვა სახის ნარჩენების თემაზე გაზეთმა „ალიონმა“ სხვა მედიასაშუალებებთან ერთად საქართველოს პრალამენტს მიმართა. ჟურნალისტების წერილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცა შესასწავლად. როგორც მინიტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გვიპასუხა (#6692, 26.03. 2015 წ.)გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მშენებლობის ფაქტი არ დადასტურდა. ასევე, არსებული ინფორმაციით, შპს „GEO ღEჩUჩLING~-ზე ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის. რაც შეეხება შემოღობილ ტერიტორიაზე საწარმოს დაგეგმილ მშენებლობას, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, კომპანიიდან გამოთხოვილ იქნა სათანადო დოკუმენტაცია...“ბოლოთქმა ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა. ამ მხრივ მკითხველთთათვის შვედეთის მაგალითის გაცნობა იქნება უპრიანი.შვედეთში ნარჩენების მართვა „იერარექიულ პრინციპს“ ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნარჩენებმა ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. ამ პრინციპის გამოყენებით შვედეთი ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება, სადაც წარმონქნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების 99% გადამუშავდება და მხოლოდ 1% განთავსდება ნაგავსაყრელზე...