თავდიშვილმა პოლიციელებს სასამართლო პროცესი მოუგო, სირაძის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს თავდიშვილმა პოლიციელებს სასამართლო პროცესი მოუგო, სირაძის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს თავდიშვილმა პოლიციელებს სასამართლო პროცესი მოუგო, სირაძის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს თავდიშვილმა პოლიციელებს სასამართლო პროცესი მოუგო, სირაძის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს ადვოკატმა პოლიციელი იმ ტექსტის უცოდინარობაში გამოიჭირა~, რა ტექსტითაც პოლიციელმა უნდა განუმარტოს დაკავებულ პირებს თავიანთი უფლება-მოვალეობა 24 მაისს, ქალაქ ოზურგეთში რესტორან თამარიონთან~ დაკავებულმა ბექა თავ-დიშვილმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პოლიციელებს სასამართლო პროცესი მოუგო. პოლიცის მხრიდან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თავდიშვილის დაკავება სასამართლომ (მოსამართლე მარინა კიკნაძე) ბოლო 29 ივნისის პროცესზე უკანონოდ ცნო და არ დააკმაყოფილა პოლიციის არც ერთი მოთხოვნა. საქმე აღძრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული კანონის 166-ე და 173-ე მუხლებით. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანა-მშრომელი ბექა თავდიშვილი და ყოფილი მე-9 არხის ყოფილი რეპორტიორი ნოდარ სირაძე 24 მაისს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა, როგორც თვითონ აცხადებენ, ხულიგ-ნობისთვის დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს არ უთხრეს, რისთვის აკავებდნენ, არ გააცნეს, რა უფლება-მოვალეობები აქვს დაკავებულ მოქალაქეს. მეტიც: წინა სასამართლო პროცესზე თავდიშვილის ადვოკატმა კახა ჩავლეიშვილმა პოლიციელი გიგა ხაბულიანი, რომელიც პოლიციის მხარეს წარმოადგენდა, იმ ტექსტის უცოდინარობაში გამოიჭირა~, რა ტექსტითაც პოლიციელმა დაკავებულ პირებს უნდა განუმარტოს თავიანთი უფლება-მოვალეობა.გიგა ხაბულიანის განმარტებით, 24 მაისს საღამოს ისინი რუსთაველის ქუჩაზე ატარებდნენ შემოვლას, როცა შეატყობინეს, რომ თამარიონში ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ადგილზე მისულებს კი 10-15 პიროვნება დახვდათ, მათ შორის უმეტესობა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში, ერთმანეთში კამათობდნენ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბექა თავდიშვილი და ნოდარ სირაძე. წინადადებაზე _ დაწყნარებულიყვნენ და დაბრუნებოდნენ სუფრას (?!), ჯერ უმისამართო გინება დაუწყიათ, შემდეგ უფრო აგრესიულები გამხდარან და
პოლიციელებისთვის მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელები (გურამ სალუქვაძე, გიგა ხაბულიანი, ლაშა შარაშიძე და პაატა გვარჯალაძე) იძულებული გამხდარან, კიდევ ერთი ეკიპაჟი გამოეძახებინათ, თუმცა ამ ეკიპაჟის მოსვლამდე მათ უყოჩაღიათ და მოუხ-ერხებიათ თავდიშვილისა და სირაძის დაკავება. მართალია, რესტორან თამარიონში~ უკვე აღარ არსებობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, მაგრამ ბექა თავდიშვილის მეუღლის მიერ ტელეფონზე ჩაწერილი 4 პოლიციელისა და 15-მდე პიროვნების ინციდენტის ნაწილი აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს იძლევა. კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ ძალადობს პოლიცია არა მარტო თავდიშვილსა და სირაძეზე, არამედ მათ თანმხლებ პირებზე, რომლებიც ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რატომ მიჰყავდათ თავდიშვილი და სირაძე პოლიციაში. პოლიციის ამგვარი ქმედების შედეგად სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო ხუთმა თუ ექვსმა ადამიანმა, მათ შორის თავდიშვილის მეუღლემ. პოლიციელებიდან განსაკუთრებული აგრესიულობით გურამ სალუქვაძე გამოირჩეოდა. თვითმხილველთა თქმით, სწორედ ის დაემუქრა ბექა თავდიშვილს, კაცი არ ვიყო, თუ სამსახური არ დაგატოვებინოო, სწორედ ის გაჰყვიროდა, თქვენ აქ ხმის ამოღებას როგორ ბედავთ, თამარიონს მე ვკრიშავო~.სხვათა შორის, ბექა თავდიშვილს სასამართლო პროცესზე არ დაუმალავს, რომ გურამ სალუქვაძეს მისი პირადი ინტერესი ჰქონდა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა და რატომ.როგორც თავდიშვილის ადვოკატმა კახა ჩავლეიშვილმა განაცხადა, აშკარად არაადეკვატურია პოლიციელთა ქმედება:
ჯერ ერთი, ცოტა უცნაურია, კაცი ხულიგნობდეს და პოლიციელი რესტორანში დაბრუნებას ურჩევდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, შვილების, მეუღლისა და თანამესუფრეების თვალწინ დააკავეს ისე, რომ არ უთხრეს, რა იყო დაკავების მიზეზი, დაკავების შემდეგ კი არ განუმარტეს თავისი უფლებები. მთვრალი იყო და ვერ გაიგებდაო, ეს რა მოტივია?!ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქმარი რომ ცოლს არ უჯერებს და სახლში არ მიყვება, მანქანის საჭ-ესთან ჯდებოდა თუ არ ჯდებოდა, _ ეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს. მოწმეთა ჩვენე-ბებით, სხვა იქ არაფერი მომხდარა. ამიტომაც შეწყვიტა სასამართლომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება და თავდიშვილისადმი პოლიციის მხრიდან წაყენებული პრეტენზიები უარყო. სასამართლომ დაადასტურა ჩვენი მტკიცებულება, რომ ადგილი არ ჰქონია ხულიგნობის ფაქტს და აუცილებლობას არ წარმოადგენდა თავდიშვილის დაკავება. არც პოლიციისათვის გაუწევია ვინმეს წინააღმდეგობა. პოლიციელთა მხრიდან დაკავებულებზე არასათანადო მოპყრობა კი დადასტურდა. აშკარად დარღვეული იყო დაკავებასა და პატიმრობასთან დაკავშირებული პროცედურები და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაყვეტილება, რომ დაკავება იყო უსაფუძვლო და უკანონო.მოწმეებმა პოლიციელთა დარღვევების შესახებ სასამართლო პროცესზე იმდენი განცხადება გააკეთეს, რომ ამდენ ხანში ამ საქმით გენერელური ინსპექციაც უნდა დაინტერესებულიყო, _ გვითხრა ჩავლეიშვილმა.სასამართლოს მიერ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიუხედავად, ბექა თავდიშვილი მაინც დაზარალებული რჩება, რადგან პოლიციელ გურამ სალუქვაძის მუქარა სისრულეში მოიყვანა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა, რომელმაც ოთხი შვილის მამას ვადამდე რამდენიმე დღით ადრე და სასამართლო პროცესის დამთავრებამდე შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. რაც შეეხება ყოფილი მე-9 არხის ყოფილი რეპორტიორის ნოდარ სირაძის საქმეს, მას უახლოეს მომავალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. როგორც ჩვენი გაზეთის 8 ივნისის ნომერში ვიუწყებოდით, სირაძეს ბიძის (ბექა თავდიშვილის) გამოქომაგების გამო, პოლიციელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, როგორც თამარი-ონში~, ისე პოლიციაში გადაყვანის შემდეგ. მეორე დღეს, უფრო სწორად დაკავებიდან 18 საათის შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრეს. სირაძემ, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.ნოდარ სირაძის ამ საქმიდან ჩანს, რომ საქართველოში ექსპრომტად მხოლოდ ლექსები არ იწერება, სასამართლო გადაწყვეტილებებიც მიიღება, თორემ დაკავებულს პოლიციაც ნებას დართავდა რომ ადვოკატი აეყვანა, მოსამართლე კი ერთხელ მაინც შეეკითხებოდა, დაიცავდა თუ არა თავს დამოუკიდებლად. სირაძის საკასაციო სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უახლოეს პერიოდში განიხილავს.P.S არავის დაჭერის ან უსამსახუროდ დარჩენის მომხრე არ ვართ, მაგრამ თუ კანონი კანონობს და მის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს, მაშინ პოლიციელების _ გურამ სალუქვაძის, გიგა ხაბულიანის, ლაშა შარაშიძის და პაატა გვარჯალაძის ასე მშრალზე~ დატოვება გაუმართლებელია, მით უმეტეს, ჩინის გაზრდა და დაწინაურება (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სალუქვაძეს დაწინაურებას უპირებენ), მინიმუმ საყვედური მაინც ხომ უნდა გამოუცხადონ. და თუ ეს ასე მოხდება, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს საზოგადოებას. მერე რა, რომ პოლიციელებია.რაც შეეხება თამარიონს~: მართალია, აქ ვიდეოთვალის ჩანაწერები მხოლოდ ერთ კვირას ინახება, მაგრამ როცა ინციდენტი მოხდა და მეორე დღეს თხოვეს ჩანაწერის შენახვა, იგი არ უნდა გადაეშალა. ამით რესტორნის ხელმძღვანელობამ აშკარად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ კონკრეტული საქმისადმი _ გურამ სალუქვაძის დედა თამარიონის~ მენეჯერია და მენეჯერის შვილს ხომ არ ჩაუშვებდა~.