გია სალუქვაძის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო იქმნება

დამატებულია: 2015-07-08
picture1

გია სალუქვაძის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო იქმნება გია სალუქვაძის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო იქმნება გია სალუქვაძის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო იქმნება გია სალუქვაძის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო იქმნება დღეს, გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანო _ სზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. საბჭოში არიან მხარის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით აღიარება აქვთ მოპოვებული. აღნიშნული სათათბირო ორგანო სამართლებრივად საქართველოს მთავრობის #308 დადგენილების მე-12 მუხლის შესაბამისად ფუძნდება, რომელსაც მთელი რიგი ფუნქციები და მოვალეობები ექნება. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთაც აქვს დიდი გამოცდილება მართვაში, ბიზნესის განვითარებაში, აქვს მეცნიერული ცოდნა.ადამიანები, რომლებისთვისაც გურია გეოგრაფიულ მდებარეობაზე და სახელწოდებაზე გაცილებით მეტია და რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ მშობლიური კუთხისთვის, ყველა მიმართულებით, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ ჩვენთან ერთად. ეს იქნება საზოგადოებრივი საბჭო, სადაც თქვენს გამოცდილებას, თქვენს რეკომენდაციებს შესაბამისი ტერიტორიის განვითარების, დაგაგმვისა და განხორციელების პროცესში გავითვალისწინებთ_განაცხადა გურიის გუბერნატორმა. გია სალუქვაძემ თავის გამოსვლაში მთავარი ადგილი რეგიონში ჩაის კულტურის აღორძინებასთან დაკავშირებით კონცეფციის შემუშავების თემას დაუთმო.დიდი ადგილი დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებს.გურიაში 103 ლიცენზიაა გაცემული წიაღისეულით სარგებლობაზე, საიდანაც უმეტესობა ქვა-ღორღის მოპოვებას ეთმობა. თუმცა მათგან ბევრი არასწორად მოიპოვებს ამ ქვა-ღორღს და მდინარეების ხეობებს პრობლემები ექმნება. სოფ, მთისპირში ბენტონიტური თიხების მოპოვებაზე 2017 წლამდე აქვს ლიცენზია ბერძნულ კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომ ადგილზე გადაამუშავებდა აქ მოპოვებულ ნედლეულს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებდა. ბერძენი ინვესტორს კი პირიქით, გემებით გააქვს აქ მოპოვებული ნედლეული, რომ თავიანთ უხარისხო თიხას შეურიონ და ასე გაყიდონ ბაზარზე.შენიშვნებია სოფ. ზოტში ოქროს მომპოვებელთა მიმართაც. ექადიაზე მანქანათმშენებელ ქარხანა ინდოელ ინვესტორებს აქვთ შესყიდული. თავად ადგილობრივ მანქანათმშენებლებს, რომლებიც კონკურენტუნარიან ჩაის დანადგარებს ამზადებენ, ქირით აქვთ ქარხანაში ფართი აღებული. ინდოელ ინვოსტორების მიმართ უარყოფითაა განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ისინი მანქანის აკუმულიატორებს ამუშავებენ, რომლისაგან ტყვია და მჟავები გამოიყოფა...გუბერნატორმა გურიაში რამდენიმე დაცული ტერიტორიის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა: 20-30 წლის განმავლობაში იჩეხებოდა გურიაში ტყეები.  ტყის საფარი გავერანებულია ჩოხატაურში, ბახმაროს მისადგომებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ყურადღებაა   საჭირო. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, გარემოს დაცვის მინისტრთან  გიგლა აგულაშვილთან. ვფიქრობ, რომ გურიაში რამდენიმე დაცული ტერიტორია უნდა შეიქმნას, სადაც ვერასოდეს ვერავინ  ფეხს ვერ შედგამს.  ეს ტერიტორიები ჩვენს შთამომავლობას უნდა გადაეცეს. ახლა გავიგე ჩინეთის მოქალაქეებს ჰქონიათ რაღაც ლიცენზია და ახლა ვარკვევ დეტალებს. ისინი ხე-ტყის მოპოვებას ცდილობენ ჩოხატაურში. ამიტომ გარემოს დაცვის ინსპექცისაც  და სატყეო სამმართველოსაც ვთხოვე ზუსტი ანალიზი გააკეთონ, თუ რა ხდება.>ფლორა და ფაუნა მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე.შეხვედრის ერთ-ერთი თემა მიწების არასწორ მართვას შეეხებოდა. ცალკეულმა კომპანიებმა, პირებმა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწები იჯარით აიღეს, იყიდეს და მასზე კულტურების გაშენების ნაცვლად, არ მოუარეს და დღეს თავად ჰყიდიან. ამის გამო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ლაითურის, ნარუჯის, ნასაკირალის და სხვა მეურნეობების მცხოვრებლები, სადაც მოსახლეობამ მიწები ვერ მიიღო. ამ თემას სამხარეო ადმინისტრაცია სწავლობს და გადაჭრის გზებზე ერთად ვიფიქროთ.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დღეს გურიაში ძირითადად კარგი ხარისხის მიწებია, რადგან მათ წლების მანძილზე შხამ-ქიმიკატები არ მიჰკარებია. მაგალითად, აქ მოწეული მოცვი ეკოლოგიურად სუფთაა და ევროპის ბაზარზე გადისასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩოხატაურში აბრეშუმის მრწეველობის აღდგენა. ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს კოოპერატიული მეურნეობების შექმნა-განვითარებას. მაგალითად, სოფ. ზოტში ადგილობრივმა ფერმერებმა შექმნეს კოოპერატივი „ულეველა,“ გადავეცით ტექნიკა და ახლა ისინი ფიქრობენ მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად, რძის მინისაწარმო ააგონ და ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები მიაწოდონ ბაზარს.შეხვედრაზე იყო საუბარი ეკოტურიზმის, ფოლკლორული ტურიზმის, ბახმაროს, გომისმთის პოტენციალის განვიათარებაზე, მთის მდინარეების პოტენციალის გამოყენებაზე სადაც თავიანთი აზრი გამოთქვეს ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, გურიის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ, ბიზნესმენმა ია სურგულაძემ. საბჭო სამოქმედო გეგმასა და თავის ფუნქცია-მოვალეობას ფართო საზოგადოებას გააცნობს. თავად საბჭოს სათათბირო ორგანოს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე უხელმძღვანელებს. ვტორი: გაზეთი „ალიონი“

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.