„ნოდარ დუმბაძე დიდი ადამიანი იყო“

დამატებულია: 2015-07-14
picture1

„ნოდარ დუმბაძე დიდი ადამიანი იყო „ნოდარ დუმბაძე დიდი ადამიანი იყო ზაურ დუმბაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბღიდანაა. მას დღეს შევხდით. როგორც გვითხრა, უმუშევრობამ გამოაკეტვინა სახლის კარები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ერთ-ერთ ბიზნესმენთან იპოვა დროებითი თავშესაფარი. მეცხოველეობის ფერმაში მუშაობს და ოჯახს არჩენს._დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა _შევახსენეთ. ნოდარ დუმბაძეს ვიცნობდი და მქონდა შეხვედრები ხიდისთავში (ზენობანი) და თბილისშიც. მე აჭარელი დუმბაძე ვარ. სოფ. ნაბეღლავის კოლმეურნეობაში ვმუშაობდი ავტობუსის მძღოლად. კოლმეურნეობის თავმჯდომარეები შოთა კალანდაძეს და ალიოშა დოლიძეს ძალიან უყვარდა სახელოვანი მწერალი. მათი დავალებით არც თუ იშვიათადმიწევდა ნოდართან მისვლა. იქაური „ადესა“, და პურმარილი მიმქონდა მწერალთან გუბაზეულის ხეობის ტყეში წაბლითა და წიწიბოთ გაზრდილი შემწვარი გოჭი აუცილებლად.კარგი მძღოლი ვიყავი, მაგრამ თბილისში მოძრაობა მიჭირდა. როცა თავმჯდომარე თბილისში გამიშვებდა და სხვა დავალებებთან ერთად ნოდარისთან ჩვენებურ პურ-ღვინოს გამატანდა, ავტობუსს თბილისის შესასვლელში გავაჩერებდი და ალიოშა დოლიძის ქალიშვილს, ლალის დავურეკავდი: მამათქვენმა ნოდარ დუმბაძესთან ძღვენი გამომატანა, აქამდე კი მოვედი, მაგრამ აწი შენ უნდა მიშველო-მეთქი. მოვიდოდა ქალბატონი ლალი მანქანით და წამიყვანდა. დიდი კაცი იყო ნოდარ დუმბაძე. როგორც შინაურს, ისე მღებულობდა. დაწვრილებით გამომკითხავდა სოფლის ამბავს. რაიმე დახმარება ხომ არ გჭირდებაო-მკითხავდა. ჩემთვის ხომ ისიც დიდი პატივი იყო, ამხელა მწერალს რომ ვიცნობდი და ჩემთან ურთიერთობდა -გვითხრა ზაურ დუმბაძემ.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.