ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლის წინ

დამატებულია: 2015-07-15
picture1

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლის წინ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლის წინ დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებითსაინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა გახსნა, რომელმაც რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლის რწმუნებულებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისკენ მოუწოდა.ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს და დარბაზში მყოფთა კითხვებს უპასუხეს: ხატია ყურაშვილმა (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), ეთერ მონასერიძემ ( სსიპ ,,საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო), ნატა ძველიშვილმა (ინფორმაციის განვითარების თავისუფლებისინსტიტუტი) და ირმა ჯალაღონიამ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

როგორ შეხვედრაზე ითქვა, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი დასჭირდება. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა არის საჭირო. მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც უკვე სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები შემუშავდა და ამოქმედდა. მთავრობამ, ასევე, შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

 ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა საქართველოს მასშტაბით 2015 წლის პირველ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. შეხვედრას ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საზოგადოება და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.