დღეს რამადან-ბაირამობის დღესასწაულია

დამატებულია: 2015-07-17
picture1

დღეს რამადან-ბაირამობის დღესასწაულია დღეს რამადან-ბაირამობის დღესასწაულია დღეს მუსლიმებს 30-დღიანი მარხვის შემდეგ რამადან-ბაირამის დღესასწაული აქვთ. დილის 7 საათისათვის მორწმუნეებმაგურიის რეგიონის ყველა ჯამეში მიაშურეს საბაირამო ნამაზის შესასრულებლად.გაზეთი „ალიონი“ დაბა ნასაკირალს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ ჯამეში 1000-ზე მეტი მლოცველი იყო მისული.

ისინი გარდა ნასაკირალისა ჩამოსულები იყვნენ ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან, სხვა დასახლებებიდან.ვინაიდან არსებული ჯამე მხოლოდ 300-მდე მლოცველს იტევს, მლოცველთა უმეტესობა ჯამეს მიმდებარედ, ეზოში ლოცულობდა.

ნასაკირალის ჯამეს იმამმა შაქრო (მუხამედ) მეკეიძემ ლოცვებისა და ყურანიდან სათანადო სურების წაკითხის შემდეგ მიმართა ჯუმაღეთს (მლოცველებს): _ღმერთმა გამთლიანებული საქართველო გვანახოს!ამინ!-უპასუხა მრევლმა. სადღესასწაულო ნამაზის შემდეგ მუსლიმები ერთმანეთს ულოცავდნენ ბაირამობას. ოჯახებში გაიწყო სადღესაწაულო სუფრები. შემდეგ კი სასაფლაოებს მიაშურეს.

დღესასწაულის შემდეგ ჯამეში იმამს შაქრო მეკეიძეს და ნასაკირალის ჯამეს მეჯლისის თავმჯდომარეს ვახტანგ გორგაძეს ვესაუბრეთ._ ეს ჯამე 35 წლის წინ აიგო და მლოცველებს ვეღარ იტევს, ამიტომ ვფიქრობთ მის გაფართოებას _გვითხრეს მათ.

მათ მლოცველთა თანადგომა ეიმედებათ. ნასაკირალში ზოტიდან და ზემო აჭარის სოფლებიდან ჩვენი ჩამოსახლება ოზურგეთის რაიკომის ყოფილი მდივნის შოთა ჭანუყვაძის დამსახურებაა. როცა ჯამეს ვაგებდით, ქრისტიანი ქართველებიც გვეხმარებოდნენ, მაგალითად ზემოსურებელი კაკო კიკვაძე. ჩვენ სულ ვლოცულობთ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ მშვიდობა გვინდა_ გვითხრა შაქრო მეკეიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ დაბა ნასაკირალის თემს, კურორტ ბახმაროს მიმდებარედ, ფაფარას მთის ფერდობზე არსებულ საზაფხულო დასახლებაშიც აქვთ ჯამე, რომელსაც დაბის იმამი შაქრო მეკეიძე ემსახურება. ავტორი, გაზეთი „ალიონი“

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.