სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დამატებულია: 2015-07-20
picture1

სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატანებში რიგით ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლადაშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხუცურიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემების გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის სარგებლობა შეეძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით, მომხმარებელს დაბადებების მოწმობისა და პაირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება,ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. უკვე არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მსგავსად, ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრის უახლოესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივი ცენტრი ნატანებთან ერთად მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც, 10 000-მდე მომხმარებს მოემსახურება.

საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვეა განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს საიტერესო და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენისათვის და მათ საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდენენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტიურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.