დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემების საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.როგორც სხდომაზე ითქვა, დავით დარჩიამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დააყენა საკითხი რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც განიხილავენ ოფიციალური შეტყობინების მოსვლამდე საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის არჩეული თანამდებობიდან შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
დაევალა საკრებულოს სამანდატო-სარევიზიო, ეთიკის კომისიას მოამზადოს საკრებულოზე განსახილველად შესაბამისი დადგენილების პროექტი.ცნობისთვის: შოთა ათმელაძე 17 ივლიის დააკავეს ქ. ქობულეთში. გავრცელებული ინფორმაციით მას თურქეთის მოქალაქისგან ქრთამის აღება ბრალდება.