ფიზიკური დაპირისპირება და ფარული კენჭისყრის მოულოდნელი შედეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დააყენეს საკითხი საკრებულოს აგრარულ საკითხთა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
სხდომაზე დამსწრე 29 დეპუტატიდან ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენებას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა 21 დეპუტატმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადასაყენებლად, რადგან საამისოდ, რეგლამენტის მიხედვით, მინიმუმ 22 ხმა იყო საჭირო. ფარულ კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივი, ხმაურიანი აყალმაყალი, რომელიც მალე ნაციონალი დეპუტატის დავით მჟავანაძისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში, ტელეფონების სროლასა და გაწევ-გამოწევაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მჟავანაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემაზე ქართული ოცნების დეპუტატების გამოსვლას ყაყანი უწოდა.ვრცელ მასალას ამ ინციდენტის შესახებ ორშაბათს, გაზეთ `ალიონის~ 27 ივლისის ნომერში შემოგთავაზებთ.