„ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციები, არამედ ჩვენი მხარის უკეთესი მერმისი.“' „ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციები, არამედ ჩვენი მხარის უკეთესი მერმისი.7 ივლისს, გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიქმნა სათათბირო ორგანო - საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც არაერთი ცნობილი ოზურგეთელი შევიდა: მეცნიერების, კულტურის, მედიცინის, ბიზნესის და ეკონომიკის სხვა დარგების წარმომადგენლები
საქვეყნოდ აღიარებული ხელოვანები ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ტრისტან, გური სიხარულიძეეები; მედიცინის დარგის ღირსეული წარმომადგენლები ლეონიდე თოიძე, დოდო გოგოხია;არქიტექტორი საყვარელ სალუქვაძე; მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი; რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე; ცნობილი მეცნიერები, აკადემიკოსი ვალერიან ცანავა, მეცნიერებათა დოქტორები ვახტანგ გოლიაძე, რუსუდან ტაკიძე, ზურაბ ბოკუჩავა; მშენებელი თეიმურაზ ჯახვა და სხვები. ანალოგიური საბჭოები შეიქმნება გურიის ყველა მუნიციპალიტეტებში.
სათათბირო ორგანოს უპირველესი ფუნქცია გურიის გუბერნატორისთვის შესაბამისი ტერიტორიის განვითარების, დაგეგმვისა და განხილვის პროცესში რეკომენდაციების შემუშავება იქნება. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედისაშუალება ამ კარგ ინიციატივას არაადეკვატურად შეხვდა: „საით მიდის გურია? -„უხუცესთა საბჭო“-„ჩეჩნური მოდელი“ თუ გზა „საბჭოთა კავშირისაკენ?“ „ თუ გადავხედავთ ამ ე.წ.\"სათათბიროს\" შემადგენლობას, მისი 90% 80 წელს გადაცილებული ყოფილი \"საბჭოთა\", იატაკქვეშა ბიზნესისა (\"ცეხავიკები\") და \"წითელი ინტელიგენციის\" წარმომადგენლები არიან“, - წერს გაზეთი „გურიის მოამბე.“ ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნული პუბლიკაციის ოპონირებას,
მაგრამ სასურველი იყო, რედაქცია მეტი პატივისცემით მოქცეოდა ამ ადამიანებს, რომელთა მიზანს არ წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციები, არამედ ჩვენი მხარის უკეთესი მერმისი და ამისთვის მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. საბჭოს საქმიანობა ღია და გამჭირვალე იქნება. ჩვენ მზად ვართ ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისთვის. საზოგადოებრივი საბჭოს სახელით, საბჭოს წევრები.