ანასეულში მგლებმა ონიანის მოზვერი შეჭამეს ანასეულში მგლებმა ონიანის მოზვერი შეჭამეს\' ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ გარეუბანში, ანასეულში, ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მგლებმა აქ მცხოვრები მურად ონიანის სამი წლის მოზვერი შეჭამეს.ამის შესახებ;ალიონს ანასეულელებმა აცნობეს.
მოსახლეობის თქმით, შემთხვევა დღისით მომხდარა. მურად ონიანს, რომელიც აქ დასუფთავების სექტორში მუშაობს, თავისი პირუტყვი, ინსტიტუტის უკან მდებარე ბამბუკის პლანტაციასთან ახლოს ჩაუბამს, საღამო ხანს, წასაყვანად მისულს კი, მხოლოდ თოკი, მგლებისგან დაგლეჯილი მოზვერის ტყავი და ძვლები დახვედრიაშეგიძლიათ, მობრძანდეთ და ნახოთ, შემთხვევის ადგილზე დღესაც აშკარად ჩანს მგლების ნაფეხურები.
ეს ყველაფერი მოხდა არა სადმე ტყეში, ან ინსტიტუტიდან დაშორებულ რომელიმე საცდელ ნაკვეთში, არამედ ფაქტობრივად ინსტიტუტის ეზოში. ამიტომ აქ მხოლოდ პირუტყვი კი არა, თითოეული ჩვენგანი საფრთხეშია. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები, სანამ მგლების ხროვა მოსახლეობას შესევია, გვითხრეს ანასეულელებმა.
ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე მგლებმა ანასეულელი ავთანდილ ცეცხლაძის ძროხა დაგლიჯეს. ავტორი, გაზეთი ალიონი