დაგვიანებული საგაზეთო წერილი ჯუმბერ დუნდუას>ვინ იფიქრებდა, რომ სოფელ შრომის სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ-ქორეოგრაფი ქართული ცეკვის იმ ოლიმპზე შედგამდა ფეხს, სადაც მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულები ხვდებიან.
ბატონმა ჯუმბერ დუნდუამ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით, ადამიანურობით, პიროვნული თვისებებით, ეროვნულობით, თავმდაბლობით, კოლეგიალობით, ზნეობით, მაღალი კულტურით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქარ-თველ ქორეოგრაფთა კოჰორტაში. ბატონ ჯუმბერზე უფრო, ალბათ, მსოფლიოს განმაცვიფრებელ ქართულ ცეკვას გაუმართლა, რომ ამ დონის ქორეოგრაფი აღიზარდა, ჩადგა და ბოლომდე გაიხარჯა მის სამსახურშისანამ საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვიდოდი, მანამდე ვიცნობდი შორიდან.
თბილისში შევხვდით ერთმანეთს, მაშინ საქართველოს ტელევიზიაში მის სიძესთან, ცნობილ ტელეოპერატორთან და შესანიშნავ პიროვნებასთან გურამ გაფრინდაშვილთან ვმუ-შაობდი. ოზურგეთში დავუახლოვდით ერთმანეთს, ჩემს ქალიშვილს ასწავლიდა ცეკვას.
ერთხელ ვუთხარი, თუ იკადრებთ, თქვენზე საგაზეთო წერილის მომზადებას ვაპირებ-მეთქი. გაეღიმა, - ახლა არ გამოვა მაგ ამბავი, იტყვიან, თავისი მოსწავლის მამას დააწერინაო, - ღიმილით და საოცრად ტაქტიანად მითხრა უარი. მერე ხან მე ვერ მოვიცალე, ხან მან ვერ გამონახა დრო და ასე გავტეხე სიტყვა და ვჭამე სირცხვილი. კარგა ხნის შემდეგ, როცა მეც უკვე ასაკში შევედი, რესტორან „გურიაში“ გამეხუმრა - თუ გახსოვს, ჩემზე ნარკვევის გაკეთებას რომ აპირებდიო.
კი-მეთქი, - თვალი ვერ გავუსწორე. პირველად არა, მაგრამ ასე არასდროს გავწითლებულვარ ცხოვრებაში.
ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, მეგობრები საკმაოდ მყავს, მაგრამ ამ დონის უფროსი მეგობარი - ნაკლებად. ოთხმოცდაცხრამეტში ჩემი ლექსების მომცრო კრებული გამოვუშვი. ვუსახსოვრე, რა თქმა უნდა. რატომ ამდენ ხანს არ ვიცოდი, ლექსებს თუ წერდიო? - ხუმრობით ცხვირზე გამკრა ჯერ კიდევ გადაუფურცლავი წიგნი . აბა, რა ვიცი, მეგონა, ცეკვის მეტი არაფერი გიყვარდათ-მეთქი, - მეც წავემასხრე. რა გითხრა, იცი? იმ ცეკვისა რა ვთქვი, ლექსზე ნაკლებ ჰარმონიად რომ დაიღ-ვრება, წავიკითხავ და დანარ-ჩენს შემდეგ გეტყვიო. მეორე თუ მესამე დღეს მანქანაში მოვკარი თვალი, სვლა შეანელა და დამიძახა: კარგია, მაგრამ უკეთესი შეიძ-ლებოდაო. - მანქანის სარკეშიღა მოვკარი თვალი მის ჩაღიმილებულ სახეს. რამდენიმე წლის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა ოზურგეთის თეატრის კიბეებზე. ახლა, რომ ეს ვარსკვლავი არ არსებობდეს, ალბათ, რაღაც დამაკლდება, რაღაც მეტკინება. როგორიაო, მკითხა ვარსკვლავზე. კარგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება-მეთქი, - დავუბრუნე პასუხი. ტაში შემოჰკრა, ისე გადაიხარხარა.ეჰ, რამდენი რამის გახსენება შეიძლება! ასეთი ადამიანები რომ არ ჩნდებოდნენ, ჩემო მკითხველო, ცხოვრება უაზრობა იქნებოდა.
ორი კვირის წინ კობამ გამომიგზავნა ბატონი
ჯუმბერის ბიოგრაფია. მგონი, ზედმეტია იმის თქმა, რომ კობა ბატონი ჯუმბერის ვაჟია.მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი დიდი ხელოვანის მიერ დიდებულად განვლილ ცხოვრებისეულ გზას:ბატონი ჯუმბერ დუნდუა დაიბადა 1941 წლის 20 ივნისს მახარაძის რაიონის სოფ.შრომაში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.17 წლის ასაკიდან შეუდგა საცეკვაო და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეს.1958-1961 წლებში მუშაობდა სოფელ შრომის დაწყებითი კლასების პედაგოგ-ქორეოგრაფად.1961-1965 წლებში სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე.1961-1963 წლებში ცეკვავდა ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსთან არსებულ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლში, რომელსაც საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე ხელმძღვანელობდა.
1963-1967 წლებში შემოქმედებითი მოღვაწეობა განაგრძო ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „რუსთავში“.1966-1970 სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტზე და ცეკვავდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ანსამბლ „გორდაში“1968-1975 წლებში მიიწვიეს საქართველოს ქართული ხალხური ცეკვების აკადემიურ ანსამბლში (სუხიშვილების ანსამბლი) მსახიობ-მოცეკვავედ.
1976-1981 წლებში მუშაობა განაგრძო მახარაძის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლაში პედაგოგ-ქორეოგრაფად, სადაც დაარსა ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „მეგობრობა“.1981-1986 წლებში გადაიყვანეს ქალაქ ოზურგეთის ¹#1 საშუალო სკოლის ქორეოგრაფად.1986 წელს, ბატონი ჯუმბერ დუნდუას უდიდესი შრომის შედეგად, ქალაქ ოზურგეთში დაარსდა ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია.
1986-2011 წლებში იყო საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.1995 წელს, ბატონ ჯუმბერ დუნდუას უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებული ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „გურია“.
აქვე მხოლოდ მნიშვნელოვანს ჩამოვთვლით იმ წოდებებიდან და ჯილდოებიდან, რომელიც მას მიუღია:1968 წელი - მსოფლიო და საკავშირო ახალგაზრდული ფესტივალის ლაურეატი; 1989 წელი - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1997 წელი - ღირსების ორდენის კავალერი;011 წელი - ქართული კულტურის ამაგდარი. 2011 წელი - გიორგი სალუქვაძის ქორეოგრაფიული პრემია.2012 წელი - მისი ვარსკვლავი ოზურგეთის თეატრში.ბატონი ჯუმბერ დუნდუა იყო ასევე მრავალი საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის GღAND PღIX-ისა და დიპლომის მფლობელი, მრავალგზის ლაურეატი.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ქორეოგრაფიის და საცეკვაო ხელოვნების განვითარებაში.2014 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ დაარსებულ ოზურგეთის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ მიენიჭა ჯუმბერ დუნდუას სახელი და დღეს იგი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი „გურია“.
ჩვეულებრივი ადამიანების გაჩენის დღეს ჩვეულებრივად აღნიშნავენ, არაჩვეულებრივისას კი არაჩვეულებრივად ზეიმობენ. დაახლოებით ერთი თვის წინ ოზურგეთმა თავისი ღირსეული შვილის, ბატონი ჯუმბერ დუნდუას დაბადების 74-ე წელი იზეიმა. ასე იზეიმებს, ალბათ, ყოველწლიურად, სანამ ეს ქალაქი იქნება და სანამ ქართული ქორეოგრაფია იარსებებს.ვერ მოვინანიებ, რომ ვერც მის დაკრძალვას დავესწარი და ვერც წლევანდელ დაბადების დღეს. ავტორი თემურ მარშანიშვილი