დღეს გურიის მხარისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების თავკაცებმა ცოცხალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს ვეტერან მეომართა მემორიალი, გურიის ეპარქიის წინამდებარე პარკში _ საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას და ექადიის სასაფლაოზე _ ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული ოზურგეთელი მებრძოლის თამაზ ნიკიტინის საფლავი.
მემორიალების გვირგინებით შემკობის ცერემონიალში მონაწილეობდნენ გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა ანსამბლი “იადონი”. შესრულდა ქართული ხალხური საგალობლები, სიმბოლურად აციაგდა სანთლები...