2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი) დაიღუპა.
_აგვისტოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. სამწუხაროა, რომ ამ თარიღის აღნიშნვა ასეთი ახალგაზრდა ბიჭების საფლავებზე გვიწევს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას,_ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალიც მოინახულეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის - თემურ ჭიტაძის ოჯახს ფულადი თანხა გადაურიცხა.