„ჩხავერი“ მთისპირს უბრუნდება

დამატებულია: 2016-08-14
picture1

კომპანია „კახური ტრადიციული მეურნეობის“ ინიციატივით გურული ვაზის არაერთი ჯიშის ათასობით ნერგი შარშან და წელს უფასოდგადაეცა გურულ და აჭარელ (ქედა) მევენახეებს.ამ კარგ საქმეს ორგანიზებას ა (ა) იპ ფერმერული განვითარების ცენტრის სპეციალისტი ანდრო ვაშალომიძე უკეთებს.

გუშინ, 13 აგვისტოს, ვაზის ზეიმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში გაიმართა, რომლის ინიციატორი ირაკლი ჩავლეიშვილი იყო.

_ ამ სოფელთან ჩემი ფესვები მაკავშირებს. ჩემი დიდი ბაბუა ცნობილი ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი იყო. ჩემს ბებია-ბაბუას გულიჩკა და კოტე ვაშალომიძეების . ოჯახს ვინ არ იცნობდა მთისპირში. ეს სოფელი „ჩხავრის“ ღვინით იყო ცნობილი. ამიტომ გადავწყვიტე ბებიის მიერ ჩემთვის დანატოვარ ფართობზე „ჩხავრის“ ნერგები გამეშენებინა. ასკენელმა ზურაბ ჯაველიძემ 300 ძირი „ჩხავერის“ ნერგი გადმომცა. ამით დავიწყე. სავარაუდოდ ჩემს ზვარში 3000 ძირი „ჩხავერი“ დაირგვება.ამის შემდეგ ღვინის ტრადიციული წესით დაყენებაზე ვიფიქრებ.

სოფელ მთისპირს ამ დღეს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ ესტუმრა და სამუელ ჩავლეიშვილის ხსოვნის პატივსაცემად სოფ. მთისპირის კულტურის სახლშიგამართეს კონცერტი „შენ ხარ ვენახი.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.