ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ საარჩევნო სუბიექტს უფლება ექნება, გამოაკრას 5000 ცალი 60X40,2 სმ ზომის საარჩევნო პლაკატი

დამატებულია: 2016-08-17
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავის დღევანდელ. რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის #41 განკარგულებაში.განკარგულებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 3-1 მუხლი

მუხლი 3-1

1. ამ განკარგულების თანდართულ დანართში გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით.

2. ამ განკარგულების თანდართულ დანართში გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე - არაუმეტეს 60 სმ, სიგანე - 42,2 სმ (A2 ფორმატი).

3. ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ამ განკარგულების თანდართულ დანართში განსაზღვრულ ადგილებზე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიაზე, ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ცალით. დაფინანსებულია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.