საინფორმაციო აქცია ოზურგეთში

დამატებულია: 2016-08-24
picture1

ქალაქ ოზურგეთში, აგრარულ ბაზარში პროექტ “შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება” ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთელმა მოხალისეებმა. მათ მოსახლეობას არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობის და შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია . ასევე, იმ დადებითი შედეგების შესახებ ესაუბრნენ, რაც ქალთა პოლიტიკაში და არჩევნებში მონაწილეობას მოაქვს . გარდა ამისა ბაზრობების მოვაჭრეებს საინფორმაციო ფურცელები დაურიგდათ, მოხალისეებმა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სტიკერებიც გააკრეს.

“ჩემს ხმა თუ გადამწყვეტია მაშინ აუცილებლად მივალ არჩევნებზე“, “გასაგებია, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში, მაგრამ უნდათ კი ქალებს პოლიტიკაში წასვლა?“, “აუცილებლად მივალ არჩევნებზე და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას“, “იმედია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო სიებში წარმოადგენენ ქალებს“ - ასეთი კომენტარები გააკეთეს აგრარულ ბაზარში მყოფმა ოზურგეთელებმა.

პროექტს \\\\\\\"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის\\\\\\\", საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორიცელებს.

პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.